
თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადე ააფარეს, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.
ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.
"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი. დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით. თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ? ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში," - წერს ჩანადირი.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.
ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და რეაგირებაც მოხდება.
"ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მითუმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია.
რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ აღჭურვა ძეგლები პირბადეებით.
ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ:
https://www.georgianjournal.ge/society/33994-tbilisis-famous-monuments-appear-in-masks-anti-pollution-campaign-in-the-city.html
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.
უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა და იარაღი ამოიღეს
მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ჯახუამ.
მან სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "პოლიციელებმა კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება" აიძულეს.
რაც შეეხება იარაღს, გიორგი ჯახუას თქმით, ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – აღნიშნა მან.
მკითხველის კომენტარები
(0)