
სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი - გასაუბრებები გაიმართა, თუმცა კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.