
საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის შრომა 14 წლის ასაკიდან არის დაშვებული. თუმცა არასრულწლოვნები სრულწლოვნებთან შედარებით გარკვეული შეღავათებითა და უპირატესობებით სარგებლობენ. ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, პრაქტიკაში კი მათი უფლებები ხშირად ირღვევა. ამის მიზეზი ინფორმაციული ვაკუუმია. არასრულწლოვნებს და მათ მშობლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია აქ აქვთ. Allnews.ge დაინტერესდა თუ რა შეღავათები და უპირატესობები აქვთ არასრულწლოვან დასაქმებულებს და ამ კითხვით იუსიტებს მიმართა.
"პირველი და უმიშვნელოვანესი რაც არასრულწლოვნის შრომას სრულწლოვნისგან განასხვავებს არის სამუშაო საათების რაოდენობა. 14-16 წლამდე პირისთვის დაშვებული სამუშაო საათები კვირის განმავლობაში არის 24 საათი, 16-18 წლამდე კი - 36 საათი. არ შეიძლება არასრულწლოვნის ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე დასაქმება მისი თანხმობის შემთხვევაშიც კი. შრომის კოდექსი დასაქმებულს შვებულების გადატანის საშუალებას აძლევს. არასრულწლოვნისთვის კი ის დაუშვებელია. მან აუცილებლად უნდა ისარგებლოს წლის განმავლობაში განსაზღვული შვებულებით. ასევე, აკრძალულია ზეგანაკვეთური დასაქმება," - განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ლომიძე.
კანონმდებლობის დონეზე შეზღუდულია საქმიანობის სფეროები, რომელი მიმართულებითაც არასრულწლოვანს საქმიანობა შეუძლია. ასევე, მკაცრად არის განსაზღვრული, რომ შრომის პროცესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვნის ინტერესებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ირღვევა თუ არა სამსახურში აყვანილი არასრულწლოვნების უფლებები საქართველოში
"შრომითი ურთიერთობა ზიანს არ უნდა აყენებდეს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავდეს მას განათლების მიღების საშუალებას. დამსაქმებელს ეკრძალება არასრულწლოვანთა დასაქმება მძიმე, საშიშპირობებიანი და მავნე ხასიათის სამუშაოზე.
ასევე, აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად," – ამბობს "ახალგაზრდა ადვოკატების"იურისტი მარიამ სიმონიშვილი.
თუ არასრულწლოვანი თვლის, რომ ირღვევა მისი ნებისმიერი უფლება ან იზღუდება ინტერესი, მას აქვს უფლება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კონტრაქტი.
"ინტერესების შეზღუდვაში იგულისხმება სწავლის და საქმიანობის შეუთავსებლობაც. დამსაქმებელი ვალდებულია, შრომა ისე გაუნაწილოს დასაქმებულს, რომ მან სწავლაც შეძლოს," - ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი რაისა ლიპარტელიანი.
არასრულწლოვანს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა შეუძლია მხოლოდ კონტრაქტით და არა სამუშაო ხელშეკრულებით, "თვითმმართველობებში დასაქმებულისთვის მინიმალური დასაშვები ასაკი 18 წელია, სახელმწიფო სამსახურებში კი - 21. აღნიშნულ ორგანოებში არასრულწლოვნების დასაქმება მხოლოდ კონტრაქტიტაა შესაძლებელი," - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებს, რომლებიც თვლიან, რომ დამსაქმებელი შრომით უფლებებს არღვევს, შეუძლიათ რეკომენდაციისა და დახმარებისთვის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართონ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქმიანობენ.
ნანა მღებრიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის შრომა 14 წლის ასაკიდან არის დაშვებული. თუმცა არასრულწლოვნები სრულწლოვნებთან შედარებით გარკვეული შეღავათებითა და უპირატესობებით სარგებლობენ. ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, პრაქტიკაში კი მათი უფლებები ხშირად ირღვევა. ამის მიზეზი ინფორმაციული ვაკუუმია. არასრულწლოვნებს და მათ მშობლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია აქ აქვთ. Allnews.ge დაინტერესდა თუ რა შეღავათები და უპირატესობები აქვთ არასრულწლოვან დასაქმებულებს და ამ კითხვით იუსიტებს მიმართა.
"პირველი და უმიშვნელოვანესი რაც არასრულწლოვნის შრომას სრულწლოვნისგან განასხვავებს არის სამუშაო საათების რაოდენობა. 14-16 წლამდე პირისთვის დაშვებული სამუშაო საათები კვირის განმავლობაში არის 24 საათი, 16-18 წლამდე კი - 36 საათი. არ შეიძლება არასრულწლოვნის ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე დასაქმება მისი თანხმობის შემთხვევაშიც კი. შრომის კოდექსი დასაქმებულს შვებულების გადატანის საშუალებას აძლევს. არასრულწლოვნისთვის კი ის დაუშვებელია. მან აუცილებლად უნდა ისარგებლოს წლის განმავლობაში განსაზღვული შვებულებით. ასევე, აკრძალულია ზეგანაკვეთური დასაქმება," - განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ლომიძე.
კანონმდებლობის დონეზე შეზღუდულია საქმიანობის სფეროები, რომელი მიმართულებითაც არასრულწლოვანს საქმიანობა შეუძლია. ასევე, მკაცრად არის განსაზღვრული, რომ შრომის პროცესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვნის ინტერესებს.
ირღვევა თუ არა სამსახურში აყვანილი არასრულწლოვნების უფლებები საქართველოში
"შრომითი ურთიერთობა ზიანს არ უნდა აყენებდეს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავდეს მას განათლების მიღების საშუალებას. დამსაქმებელს ეკრძალება არასრულწლოვანთა დასაქმება მძიმე, საშიშპირობებიანი და მავნე ხასიათის სამუშაოზე.
ასევე, აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად," – ამბობს "ახალგაზრდა ადვოკატების"იურისტი მარიამ სიმონიშვილი.
თუ არასრულწლოვანი თვლის, რომ ირღვევა მისი ნებისმიერი უფლება ან იზღუდება ინტერესი, მას აქვს უფლება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კონტრაქტი.
"ინტერესების შეზღუდვაში იგულისხმება სწავლის და საქმიანობის შეუთავსებლობაც. დამსაქმებელი ვალდებულია, შრომა ისე გაუნაწილოს დასაქმებულს, რომ მან სწავლაც შეძლოს," - ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი რაისა ლიპარტელიანი.
არასრულწლოვანს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა შეუძლია მხოლოდ კონტრაქტით და არა სამუშაო ხელშეკრულებით, "თვითმმართველობებში დასაქმებულისთვის მინიმალური დასაშვები ასაკი 18 წელია, სახელმწიფო სამსახურებში კი - 21. აღნიშნულ ორგანოებში არასრულწლოვნების დასაქმება მხოლოდ კონტრაქტიტაა შესაძლებელი," - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებს, რომლებიც თვლიან, რომ დამსაქმებელი შრომით უფლებებს არღვევს, შეუძლიათ რეკომენდაციისა და დახმარებისთვის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართონ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქმიანობენ.
ნანა მღებრიშვილი
მკითხველის კომენტარები
(1)
სრულწლოვნები ხო ყველა დასაქმებულია და მუშა ხელი ისე ჭირს რო დამკვეთი იძულებულია არასრულწლოვნები დაიქირაოს ...........