20 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
26.01.2017 / 08:01
შრიფტის ზომა:

ფრთხილად! საჭესთან ნასვამი მძღოლია!

ფრთხილად! საჭესთან ნასვამი მძღოლია!

საქართველოში ავტომობილთა რიცხვის ზრდის პარალელურად გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. ხშირ შემთხვევაში ავარიის მიზეზი მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა სახელდება. შს-ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა.

2016 წელს სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

არაფხიზელი მძღოლის მიერ განხორიელებული ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლია ნანა არჩვაძეც. 9 თვის წინ ავარია ნასვამი მძღოლის მიერ არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია, რის გამოც ნანა არჩვაძის ოჯახის წევრები მძიმედ დაშავდნენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ძალიან მტკივნეული თემაა. 9 თვის წინ მოხდა ავტოსაგზაო შემთვევა და ამ დრომდე ველოდებით ბრალის წაყენებას დამნაშავესთვის. გარდა იმისა, რომ ადგილზე არ ხდება პატრულის მიერ რეაგირება, შემდეგაც გაჭიანურებულია საქმე. ვფიქრობ, რომ ამ თემების მიმართ ზერელე დამოკიდებულებაა. ალბათ, ამაზე მნიშნველოვანი საქმეები აქვს პროკურატურას. ამ შემთხვევაში, მძიმედ 2 ადამიანი დაშავდა, თუ არ ვცდები 276-ე მუხლის მეორე ან მესამე ნაწილია, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამბობს ნანა.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფოსთან ერთად, საზოგადოების მაღალი ჩართულობაცაა საჭირო:

"პატრული არ რეაგირებს ნასვამ მძღოლებზე. არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისას ეტყობა სიჩქარეზე, მანევრებზე, რატომ არ აჩერებენ ამ დროს მძღოლებს, რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცველები ადრე? საზოგადოების ყველა წევრმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. საზოგადოების მხრიდანაც მკაცრი რეაგირება უნდა იყოს. როცა ვხედავთ ნასვამ ადამიანს, რომელიც მანქანის მართვას აპირებს, არ უნდა დავსვათ საჭესთან, ან ქვეითს, რომელიც ცუდად გადადის ქუჩაზე, ამ შემთხვევაშიც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. თუკი პატრული გულგრილია, ჩვენ, მოქალაქეები უნდა ჩავერთოთ ამ პროცესის მართვაში."

2016 წელს საქართველოში ავარიების შედეგად 581 ადამიანი დაიღუპა

პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. ტრანსპორტის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მძღოლების მიერ ავტომობილების ნასვამ მდგომარეობაში მართვა, კვლავ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის ადმინისტრირების ეფექტიანი საშუალება იმისთვის, რომ შემთხვევის პრევენცია მოხდეს.

"საპატრულო პოლიცია რეაგირებას ახდენს უკვე მომხდარ შემთხვევებზე. თუკი ნასვამი მძღოლი საჭესთან მოხვდა, მიუხედავად იმისა მან მოახდინა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს უკვე პრობლემაა".

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ გაიცა რეკომენდაციები, რომელებიც საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებდა. რაც შეეხება მოქმედ კანონმდებლობას, მესხიშვილი მიიჩნევს, რომ იგი ზედმეტად ლოიალურია.

ავარიების გაზრდილი სტატისტიკა და მსხვერპლი საქართველოში

"ჩვენ გვქონდა მსოფლიო ბანკის ექსპერტის რეკომენდაციები, რომ საქართელოში ყოფილიყო საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშვე სტრუქტურა, ჩვენთან არ არის სტრუქტურა, რომელიც მუშაობს საგზაო უსაფრთხოებაზე. რომელიც გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ჩაატარებს სოციალურ კამპანიებს. ვფიქრობ, არსებული კანონმდებლობა ნასვამი მძღოლის მიმართ ლოიალურია. ის ჩვეულებრივი მკვლელია, არის ზუსტად ისეთივე დამნაშავე, როგორიც შეიარაღებული ადამიანი, 6 თვე მართვის მოწმობის ჩამორთმევა არაადეკვატური სასჯელია იმისთვის, რაც მან შეიძლება ჩაიდინოს", - აღნიშნავს მესხიშვილი.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი კი მიიჩნევს, რომ გზებზე ვითარება კატასტროფულია და აღსრულების არსებული მეთოდი არასაკმარისია:

"ნასვამ მდგომარეობაში მინიმუმ 6 თვით ხდება მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ არის პრეცედენტები, როდესაც განცხადების დაწერის შემდეგ, მძღოლის ისტორიის გათვალისწინებით, უბრუნდება მას მართვის მოწმობა. ამიტომ, ამ კუთხით საჭიროა მუშაობა, რათა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს დამრღევი მძღოლების მიმართ. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ავტოსაგზაო შემთხვევებს. ეს ნამდვილად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა".

როგორ ვებრძოლოთ "მკვლელებს" საჭესთან? - ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს

არასამთავრობო ორგანიზაცია, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორის, გელა კვაშილავას თქმით კი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კანონის გამკაცრება არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და სიჩქარის გადაჭარბებისითვის. "ქალაქებში ისეთი საგზაო ინფრასტუქტურაა მოწყობილი, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს იმოძრაონ ჩქარა. ეს მიდგომა თავშივე არასწორია. დღეს როცა ავარიები ხდება პოსტფაქტუმ ხდება რეაგირება, ამის სანაცვლოდ პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო."

როგორც გელა კვაშილავა ამბობს, საჭიროა ინფრასტრუქტურული მოწყობა ისე, რომ ავტომობილემბა ნელა იარონ. ასევე, მნიშვნელოვანია აღშრულების გამკაცრება, ქულათა სისტემის სასწრაფოდ შემოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ვითრება, უფრო გამწვავდება.

"მინიმუმ ექვი თვით მაინც უნდა ჩამოერთვას ნებისმიერ შემთვევაში მართვის მოწმობა და არავის უნდა ჰქონდეს უფლება დაიბრუნოს იგი. მათ უნდა გაურთულდეთ ცხოვრება და თავიდან გაიარონ 6 თვის შემდეგ შემოწმება. ასეთი მკაცრი ზომები თუ არ გატარდა, პრობლემა არ მოგვარდება."

კანონის მიხედვით, თუ სამართალდამცველი აღმოაჩენს, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრება.

ხოლო ნასვამ მდგომარეობაში მართვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის დანაშაულია და თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს.

ნარიტა ჩხაიძე

მკითხველის კომენტარები
(9)

ქართ.
27 იანვარი , 2017 09:01

არაფერი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში თუ ქვეყანა ჰქვია საერტოდ უპატრონო და უძაღლო ქვეყანას....

ნანო
27 იანვარი , 2017 06:01

ვისაც ფული აქვს ის კარგ ადვოკატს ქირაობს, ამიტომაც გამოდის ადვილად. სამწუხაროდ ჩვენთან მარტო ადვოკატს ეკითხებიან ყველაფერს. იქამდე რომ უკვე ადვოკატი წყვეტს მოსამართლედ ვინ დანიშნონ.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ფრთხილად! საჭესთან ნასვამი მძღოლია! | Allnews.Ge