
ჟვანიას მოედანზე საქართველოს მეტალურგიული საბჭოსა და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. მონაწილეები "რუსთავის აზოტიდან" 350 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც "რუსთავის აზოტი" გადავიდა საქართველოს ბანკის მფლობელობაში, დაიწყო თანამშრომლების მასობრივი უკანონო გათავისუფლება და მათ რეალურ მიზეზსაც არ ეუბნებიან, თუ რის გამო ატოვებინებენ სამსახურს. მათივე განცხადებით, ერთ-ერთ მიზეზად ეუბნებიან, რომ წარმოება შემცირდა, თუმცა არც რეორგანიზაცია გამოცხადებულა და რეალური მონაცემებით წარმობაც არ შემცირებულა.
"რუსთავის ქიმიურ ქარხანა "აზოტში" 2017 წლის 25 იანვრიდან კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების და შრომის არსებული მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების პროცესი. კომპანიის მიერ გაცხადებულია, რომ ქარხანას პირველ ეტაპზე 350-მდე ადამიანი დატოვებს.
გვაქვს ინფორმაცია, რომ საერთო ჯამში კომპანია 700 დასაქმებულის შემცირებას აპირებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გათავისუფლება ხდება ყოველგვარი კანონდარღვევით. დასაქმებულებს კი იბარებენ ქარხნის სამმართველოში და ეუბნებიან, რომ ახალ კონტრაქტს მომენტალურად იქვე უნდა მოაწერონ ხელი, არადა ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი კონტრაქტის ვარიანტი გახლავთ წვრილი შრიფტით დაბეჭდილი, 5-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის მხოლოდ წაკითხვას უნდა რამდენიმე საათი, ხოლო მის გააზრებასა და იურისტებთან კონსტულტაციების გავლას, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღე, რის შესაძლებლობასაც კომპანია მუშებს არ აძლევს. შრომის კონტრაქტზე ადგილზევე ხელის არმოწერის შემთხვევაში კომპანია დასაქმებულს აშინებს სამუშოდან დათხოვნით. ასევე გამოვლინდა ფაქტები, როდესაც კომპანია აიძულებს ადამიანებს, მოაწერონ ხელი სამუშაოდან საკუთარი სურვილით წასვლის განცხადებებს. ასევე, საგულისხმოა, რომ შრომის კონტრაქტი ძირითადად უკანონო და კაბალურ დარტყმებს შეიცავს და დასაქმებულების შრომის სამართლებრივ მდგომარეობას წინა კონტრაქტთან შედარებით რადიკალურად აუარესებს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტური მოძრაობები. ჟვანიას მოედნიდან აქციის მონაწილეები საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე მსვლელობას გამართავენ, სადაც დღევანდელი აქციის მონაწილეები მთავარ საპროტესტო აქციას დაიწყებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჟვანიას მოედანზე საქართველოს მეტალურგიული საბჭოსა და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. მონაწილეები "რუსთავის აზოტიდან" 350 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც "რუსთავის აზოტი" გადავიდა საქართველოს ბანკის მფლობელობაში, დაიწყო თანამშრომლების მასობრივი უკანონო გათავისუფლება და მათ რეალურ მიზეზსაც არ ეუბნებიან, თუ რის გამო ატოვებინებენ სამსახურს. მათივე განცხადებით, ერთ-ერთ მიზეზად ეუბნებიან, რომ წარმოება შემცირდა, თუმცა არც რეორგანიზაცია გამოცხადებულა და რეალური მონაცემებით წარმობაც არ შემცირებულა.
"რუსთავის ქიმიურ ქარხანა "აზოტში" 2017 წლის 25 იანვრიდან კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების და შრომის არსებული მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების პროცესი. კომპანიის მიერ გაცხადებულია, რომ ქარხანას პირველ ეტაპზე 350-მდე ადამიანი დატოვებს.
გვაქვს ინფორმაცია, რომ საერთო ჯამში კომპანია 700 დასაქმებულის შემცირებას აპირებს.
გათავისუფლება ხდება ყოველგვარი კანონდარღვევით. დასაქმებულებს კი იბარებენ ქარხნის სამმართველოში და ეუბნებიან, რომ ახალ კონტრაქტს მომენტალურად იქვე უნდა მოაწერონ ხელი, არადა ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი კონტრაქტის ვარიანტი გახლავთ წვრილი შრიფტით დაბეჭდილი, 5-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის მხოლოდ წაკითხვას უნდა რამდენიმე საათი, ხოლო მის გააზრებასა და იურისტებთან კონსტულტაციების გავლას, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღე, რის შესაძლებლობასაც კომპანია მუშებს არ აძლევს. შრომის კონტრაქტზე ადგილზევე ხელის არმოწერის შემთხვევაში კომპანია დასაქმებულს აშინებს სამუშოდან დათხოვნით. ასევე გამოვლინდა ფაქტები, როდესაც კომპანია აიძულებს ადამიანებს, მოაწერონ ხელი სამუშაოდან საკუთარი სურვილით წასვლის განცხადებებს. ასევე, საგულისხმოა, რომ შრომის კონტრაქტი ძირითადად უკანონო და კაბალურ დარტყმებს შეიცავს და დასაქმებულების შრომის სამართლებრივ მდგომარეობას წინა კონტრაქტთან შედარებით რადიკალურად აუარესებს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტური მოძრაობები. ჟვანიას მოედნიდან აქციის მონაწილეები საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე მსვლელობას გამართავენ, სადაც დღევანდელი აქციის მონაწილეები მთავარ საპროტესტო აქციას დაიწყებენ.
მკითხველის კომენტარები
(0)