01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კანადაში საღამოს ლოცვის დროს მეჩეთზე თავდასხმა მოხდა | Allnews.Ge

კანადაში საღამოს ლოცვის დროს მეჩეთზე თავდასხმა მოხდა

კანადის კვებეკის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა ფილიპ კუიარმა მეჩეთზე თავდასხმას, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ტერორისტული აქტი უწოდა.

მეჩეთზე თავდასხმა საღამოს ლოცვის დროს მოხდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მეჩეთში 40 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციელებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში სამი ტერორისტი მონაწილეობდა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

"ჩვენ ვგმობთ ამ ტერორისტულ აქტს მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური მსახურებისა და თავშესაფრის ადგილას", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.