
აჭარაში თოვლის საფარი დაბლობში ნახევარ მეტრს, ხოლო მაღლობში ორ მეტრამდე აღწევს. როგორც ხულოს გამგეობაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ნალექის გამო, ხულოში, 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მათივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ცენტრალურ და ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
"გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემა რომ არ შეიქმნას ცენტრალური და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები ინტენსიურად იწმინდება. შეფერხებებია ენერგომომარაგების კუთხითაც", -განაცხადა ხულოს გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თორნიკე მიქელაძემ.