01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
30.01.2017 / 10:01
შრიფტის ზომა:

"ალდაგი" - ჩვენს კომპანიაში მოვაჭრეების კუთვნილი ქონება არ არის დაზღვეული

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზებისა და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად.

"დღევანდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" დაზღვეული სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" კუთვნილი შენობა-ნაგებობა. ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან.

ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება", - განაცხადა ებიტაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, "ალდაგში" დაზღვეულია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სამყაროს შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისივე თქმით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა დაზღვეულია 6 მილიონ ლარად.

"ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი", - განაცხადა ებიტაშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ჰმ
30 იანვარი , 2017 23:01

ვიგაცამ ბევრი ჭამა და კვალის დასაპარავად ხანდზარი გააჩინა. ასე იკო მიშიკომაც გადასანსლა ბიუჯეტი და ომი წამოიწყო ტან ვიტომ სამხედრო გადატრიალებაც ხდებოდა . ჯოხი ტეტრადძეზე და კიდევ ბევრ სხვაზე გადატეხა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ალდაგი" - ჩვენს კომპანიაში მოვაჭრეების კუთვნილი ქონება არ არის დაზღვეული | Allnews.Ge