მესტიაში ძაღლების მონაწილეობით მომხდარ სასტიკი ინციდენტი სასამართლოში ამ დრომდე არ არის გადაგზავნილი
Allnews.ge მესტიაში ძაღლების ჩხუბის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობით დაინტერესდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ საქმე, რომელიც 259-ე მუხლით აღიძრა უკვე სასამართლოშია გადაგზავნილი. უწყების ცნობით, ძაღლების ჩხუბში მონაწილე ყველა პირი და მათ შორის პატრონები გამოკითხულები არიან, შსს-ში არ დააკონკრეტეს, რომელი სასამართლო განიხილავს აღნიშნულ საქმეს და როდისთვისაა პროცესი ჩანიშნული.
რა ეტაპზეა გამოძიება მესტიაში ცხოველების მონაწილეობით მომხდარ სასტიკ ინციდენტთან დაკავშირებით
Allnews.ge-იმ გადაწყვიტა გაერკვია, რომელ სასამართლოშია საქმე გადაგზავნილი. თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, საქმე ამჟამად პროკურატურაშია, ის ჯერ სასამართლოში გადაგზავნილი არ არის, შესაბამისად არც სხდომაა ჩანიშნული.