28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.02.2017 / 07:02
შრიფტის ზომა:

"მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი" - "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ეჭვობს, რომ შენობაში ხანძარი დივერსიული აქტის შედეგად გაჩნდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც გიორგი მაჭავარიანმა აღნიშნა, მაღაზიის დაკეტვის შემდეგ შენობაში ელექტროენერგია ითიშებოდა და, შესაბამისად, არავითარი კერა არ არსებობდა, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გაჩენილიყო.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხრიდან ხანძარი არ გაჩენილა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ახალი აქციონერები მოვედით "ბავშვთა სამყაროში", ვცდილობთ მის განვითარებას. 3 წელია ვარემონტებ "ბავშვთა სამყაროს" და დაახლოებით მილიონნახევარი მაქვს დახარჯული ამაში. ათასი ვერსია წამოვიდა ხანძრის შემდეგ, რომ ვითომ სპეციალურად დაწვეს, ასე ქნეს, ისე ქნეს, მაგრამ რაც სიმართლეა, ის არ დაიმალება. ჩვენ ელექტროენერგიას ვთიშავთ, როდესაც იკეტება მაღაზია. ძალიან გაურკვეველი რაღაც მოხდა. თავიდან არც გვქონდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება რაღაც მიზანმიმართული ყოფილიყო, რადგან ამას ვერც დავუშვებდით. ჩვენ მტერი არ გვყავს, მაგრამ ახლა რაღაცები იკვეთება და ცოტა ეჭვები გვაქვს. ამხელა ხანძარი რომ გაჩნდა, მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ჰქონდა თუ არა დივერსიას ადგილი, ამას გამოძიება დაადგენს. როგორც "ბავშვთა სამყაროს" დირექტორმა აღნიშნა, შენობაში უსაფრთხოების სისტემა დამონტაჟებული იყო. გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი არა "ოქროს სამყაროში", არამედ მასთან ახლოს მდებარე მაღაზიაში გაჩნდა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ნინი
01 თებერვალი , 2017 07:02

მერე უსაფრთხების ზომები რატომ არ გქონდათ გათვალისწინებული

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი" - "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი | Allnews.Ge