02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.02.2017 / 07:02
შრიფტის ზომა:

გიორგი ცერცვაძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ოჯახთან ერთად ითხოვს

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ოჯახთან ერთად ითხოვს. ამის შესახებ გიორგი ცერცვაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, არსებობს საფრთხე, რომ მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდეს და მსგავს ფაქტს უკვე ჰქონდა ადგილი.

"მითხრეს, რომ ჩემს შვილს, როცა ის თანაკლასელთან ერთად მოდიოდა ქუჩაში, უთხრეს, რომ მისი მამა უკრაინაში ფულის გამოა წასული და ვარ დაქირავებული მკვლელი", - აღნიშნა გია ცერცვაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, როგორც ვიცე-პოლკოვნიკმა აღნიშნა, მის გარშემო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ის საქართველოში თავს დაცულად ვერ იგრძნობს. "ის, რომ მე არ გამაფრთხილეს აეროპორტში ინტერპოლის მიერ ძებნის დაწყების შესახებ და გამომიშვეს საზღვარზე იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანა გადამცემდა რუსეთს, ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ შემიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი საქართველოში.

მე არ ვენდობი ჩვენი ქვეყნის ერთეულ სტრუქტურებს. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომ საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა მარტო შესაბამის უწყებებში, რატომღაც მოხვდა რუსეთის ფედერაციის ხელში. ეს მარტო მე არ მეხება. სხვა მებრძოლების შესახებ, რომლებიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები არიან, მათი მასალებიც გადაცემულია რუსეთზე. რუსეთმა უკვე დაიწყო ე.წ. ნადირობა იმ ხალხზე, ვინც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში", - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გიორგი ცერცვაძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ოჯახთან ერთად ითხოვს | Allnews.Ge