18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბერა ივანიშვილმა GDS გაყიდა | Allnews.Ge

ბერა ივანიშვილმა GDS გაყიდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია "ჯი-დი ეს"-ი უკვე ოფიციალურად იყიდა ტელეკომპანია "იმედმა".

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოლაპარაკებები ამ თემაზე 27 იანვარს დასრულდა და შედეგად, GDS-ს მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია". მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა.

თავის მხრივ, შ.პ.ს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" ტელეკომპანია "იმედს" ფლობს.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედი" GDS-სა და "მაესტროს" შეძენას აპირებდა. იმავე პერიოდში ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენაზე შეთანხმება უკვე გასული წლის მიწურულს იყო მიღწეული, GDS-თან კი დასკვნით ფაზაში იყო შესული. მათივე ცნობით, ამ სამი ტელეკომპანიის გაერთიანებით მედიაჰოლდინგის შექმნა იგეგმებოდა.