28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.02.2017 / 08:02
შრიფტის ზომა:

რა კომპენსაცია მიიღეს წინა ხანძრების დროს დაზარალებულმა მოვაჭრეებმა

"ბავშვთა სამყარო" პირველი სავაჭრო ობიექტი არ არის, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. 2012 წლის შემდეგ მინიმუმ 10 მსგავსი შემთხვევა მაინც იყო. აუნაზღაურეს თუ არა დაზარალებულ მოვაჭრეებს ზარალი და რა შეღავათები დაუწესეს მათ, Allnews.ge ამის გარკვევას შეეცადა.

2014 წელს, ბათუმში მდებარე ე.წ ხოფის ბაზრობაზე არსებულ საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი, საიდანაც ცეცხლი დაახლოებით 500-დან 600 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოედო. დაზარალდა ათობით მოვაჭრე. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჩვენთან საუბარში აცხადებს, ბაზრობის ადმინისტრაციამ, მას ხანძრის შემდეგ კომპენსაციის სახით 1 წლის ვადით იჯარის გადასახადი შეუჩერა:

"ხანძარი პიროტექნიკის ჯიხურს გაუჩნდა, რის შედეგადაც ბევრი მაღაზია დაზიანდა.

დაზარალებულები, მათ შორის მეც, დირექტორმა ერთი წელი გადასახადისგან გაგვათავისუფლა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ცეცხლსაწინააღმეგო საშუალებები ჰქონდათ სანამ სახანძრო მოვიდოდა, თუმცა, შიგნით ქაფი არ იყო და ვერ გამოიყენეს. მას შემდეგ ამ კუთხით შეიცვალა თუ არა რამე, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს".

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის ქრონოლოგია

2013 წლის თებერვალში, დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად კი 6 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა და ნაწილობრივ ჩამოიშლა. როგორც "საბას" ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ხანძრის შედეგად, დაზარალდა მოვაჭრეების 80 პროცენტი. რაც შეეხება მათ კომპენსაციას, სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მოვაჭრეების ქონება დაზღვეული არ იყო, ამიტომ ერთჯერადი დახმარება, მხოლოდ ქალაქის მერიისგან მიიღეს.

"მერიამ, როგორც ვიცით, თითოეულ დაზარალებულ მოვაჭრეს 2000-ლარიანი დახმარება გაუწია.

ხოლო, სხვა რაიმე სახის შეღავათი არ ყოფილა, არც საგადასახადო კუთხით", - აღნიშნა გიორგი მაზაშვილმა.

ხანძრის გამოცდილება აქვს ლილოს ბაზრობასაც. 2012 წლის 15 ნოემბერს დილით ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა სავაჭრო ობიექტების 600-700 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. "ლილო მოლის" გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განმარტებით, ხანძრის შედეგად დაზარალებულების ქონების 80 პროცენტი დაზღვეული იყო და შესაბამისად, ზარალი მოვაჭრეებს დაზღვევამ აუნაზღაურა.

"ახლაც დაზღვეულია, როგორც ობიექტები, ასევე მოვაჭრეები სასაქონლო მარაგები.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ამ ეტაპზე ორი სახანძრო მანქანა გვყავს, პირველივე შეტყობინების შემდეგ წამებში მოვლენ და აღმოგვიჩენენ დახმარებას", - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

"მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი" - "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი

"ლილო მოლის" და "საბას" დირექციები რამდენიმე დღის წინ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულებს დახმარებას სთვაზობენ. მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი უფასოდ გამოუყოფენ მოვაჭრეებს ადგილებს, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ. "საბას" წარმომადგენლის თქმით, სავაჭრო ობიექტი დაზარალებულ მოვაჭრეებს პირველი სამი თვის განმავლობაში იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლებს.

როგორც გუშინ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სხვა ბაზრობებზე შეღავათიან რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, გარკვეულ შეღავათებს დაჰპირდა დაზარალებულებს საბანკო სექტორიც. "ბავშვთა სამყაროს" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა კი განაცახდა, რომ ადმინისტრაცია თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს.

ნარიტა ჩხაიძე

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა კომპენსაცია მიიღეს წინა ხანძრების დროს დაზარალებულმა მოვაჭრეებმა | Allnews.Ge