28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
03.02.2017 / 08:02
შრიფტის ზომა:

ნიკა გვარამია - ჩვენი საქმის მოსამართლეებზე მიმდინარეობდა უმძიმესი ზეწოლა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის მოსამართლეებს სთხოვდნენ, პროკურატურაში შეტანილი განცხადება ან უკან გაეტანათ, ან ის სუბიექტები შეეცვალათ, რომლებსაც ზეწოლაში ადანაშაულებენ.

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეების წინააღმდეგ დანაშაულებრივ საქმიანობაში პრეზიდენტის გარდა, ყველა სახელისუფლებო შტოა ჩართული.

"საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საქმე შემთხვევასთან, როდესაც უმაღლესი ინსტანციის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ამხელენ სისტემას შიგნიდან, ამხელენ ხელისუფლებას შიგნიდან და აცხადებენ მათზე მიმდინარე უხეში ზეწოლის შესახებ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ე.წ. აკრძალული კომუნიკაციების შესახებ კანონი არეგულირებს, ამ შემთხვევაში ხდება მიმართვა იუსტიციის საბჭოსთვის და დაჯარიმება უკანონო კომუნიკატორის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის შემთხვევა უბრალოდ უკანონო კომუნიკაციის, ეს არის შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მათზე მიმდინარეობს იმგვარი ზეწოლა, რომელიც უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის ნორმებით, კერძოდ, მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის ნორმით.

ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად არ ჩავატარეთ არც ერთი ბრიფინგი და არ გავაკეთეთ არც ერთი განცხადება, ვიდრე არ დასრულდებოდა ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო კენჭისყრა, ვინაიდან, ვიცით, რომ ევროპარლამენტი ძალიან სენსიტიურია ისეთი თემების მიმართ, რომელიც ეხება მედიის და სასამართლოს თავისუფლებას და ვიცით, რომ "რუსთავი 2"-ის საქმე ბევრჯერ გახდა გადამწყვეტი და მათ შორის ამ მიზეზით არაერთხელ გადაიდო კენჭისყრა ევროპარლამენტში.

დღეს, როცა ეს პროცესი დასრულებულია, ჩვენ ამ განცხადებას ვაკეთებთ და გავასაჯაროვებთ რამდენიმე ინფორმაციას: პირველ რიგში, გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან - რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროვება? - ეს კითხვა რიტორიკულია, რამდენადაც ჩვენ ვიცით პასუხი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე. ის არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ.

მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები - დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე ან ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები.

ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე პროკურატურის მხრიდან.

მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქმედებაში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს, როგორც მორალური, ასევე პროფესიული უფლება დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები სახელმწიფო სისტემაში, მათ შორის, პირველ რიგში, სამართალდამცავ სისტემაში...

სახელმწიფო იქცევა დანაშაულებრივად. პრაქტიკულად მისი ყველა შტო ჩართულია ამაში და ეს არის ორკესტრირებული საქმიანობა. ერთადერთი შტო, რომელიც ამაში ჩართული არაა, ესაა პრეზიდენტი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები
(2)

ნური
03 თებერვალი , 2017 13:02

რომ შეიქმნას ნორმალური მესამე ხელისუფლება(სასამართლო სისტემა) ჯერ პირველი ორი უნდა იყოს ნორმალური.არ ქონია საქართველოს სასამართლოს კულტურა და უახლოეს 50 წელს ვერ ექნება

ანზორი
03 თებერვალი , 2017 12:02

შენ უნდა ნახო, როგორი მიკერძოებით შეცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შპს "მეტალინვესტი"-ს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით "საქართველოს ბანკს" დაუბრუნდა თაღლითური გზით დაუფლებული "მეტალინვესტი"-ს რამდენიმე ათეულ მლნ. დოლარად ღირებული არაერთი უძრავი ქონება. ამ გადაწყვეტილების დარღვევებით და მიკერძოებით გამოტანა აშკარაა, საქმე პროკურატურაში გავასაჩივრეთ. დანაშაულის ნიშნები სახეზეა, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა მაგრამ პროკურატურა უმოქმედობას იჩენს. ესეც შენი სამართალი და სამართლიანობა!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ნიკა გვარამია - ჩვენი საქმის მოსამართლეებზე მიმდინარეობდა უმძიმესი ზეწოლა | Allnews.Ge