მსოფლიო
06.11.2016 / 10:11
შრიფტის ზომა:

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს. პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ამერიკელების 48 პროცენტი უჭერს მხარს, რაც მისი მოწინააღმდეგის მხარდამჭერთა რაოდენობას 5%-ით აღემატება.

გამოკითხვის შედეგები ტელეკომპანია ABC-მ და გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნეს. ისინი მსგავს გამოკითხვებს რეგულარულად ატარებდნენ. წინა შედეგების მიხედვით თანაფარდობა შესაბამისად 47:44 იყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ყოფილი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს ჩამოყალიბებული ამომრჩევლის რაოდენობითაც უსწრებს, რომლებიც კლინტონს იმიტომ აძლევენ ხმას, რომ მისი ხედვა და პოლიტიკური კურსი მოსწონთ. მსგავსი ამომრჩევლის რაოდენობა 55%-ს შეადგენს. ტრამპის შემთხვევაში, მისი მხარდამჭერების ნახევარზე მეტი არჩევნებზე ამერიკელი ბიზნესმენისთის მხოლოდ იმის გამო აპირებს ხმის მიცემას, რომ ჰილარ კლინტონმა არ გაიმარჯვოს.

22 ოქტომბრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით კლინტონი ტრამპს 12 %-ით უსწრებდა. სხვაობა მას შემდეგ შემცირდა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კლინტონის წინააღმდეგ ხელახალი გამოძიება წამოიწყო.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ | Allnews.Ge

სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ

მეცხრე დღეა სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშები და პროფკავშირების წარმომადგენლები ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ.

დღეს ქარხნიდან განთავისუფლებული მუშები საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების, ასევე "რუსთავის აზოტის" პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. საწარმოდან გათავისუფლებული მუშები სამსახურში უპირობო დაბრუნებას მოითხოვენ.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, საწარმოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშებს სამი თვის განმავლობაში კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, თუმცა მუშებს ეს კომპენსაცია არ სჭირდება. პროფკავშირები მოითხოვენ სამსახურიდან გათავისუფლებული 350 მუშა სამსახურში აღადგინონ და მათ ხელფასი გადაუხადონ.

დღეს აქციაზე იმყოფება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი. როგორც მან განაცხადა, საიამ სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულ მუშებს იურიდიული დახმარების გაწევა შესთავაზა.

სააქციო საზოგადოება "აზოტის" საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცავები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი აქცია მშვიდობიანია და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ როგორც საწარმოს ხელმძღვანელობას, ასევე ხელისუფლებას, დროულად ჩაერიონ პრობლემის გადაჭრაში.