29 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
04.02.2017 / 11:02
შრიფტის ზომა:

ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით კობახიძემ განაცხადა, გეგმური მონიტორინგის შედეგად სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას აღარ აქვს ფუნქციონირების უფლება, რის გამოც მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში უნდა გადანაწილდნენ.

"ეს სკოლა იყო ავტორიზებული, ჩატარდა გეგმური მონიტორინგი და სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის, იკვეთება მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. გუშინ მიიღო ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება და სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას უჩერდება უფლება განახორციელოს სწავლება, ბავშვები უნდა გადავიდნენ მობილობით სხვა სკოლებში", - აღნიშნა დავით კობახიძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლაში განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური სამჯერ შევიდა.

"არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა, შემოწმებაზე გასულ წელს ორჯერ და წელს ერთხელ შემოვიდნენ, სკოლის რესურსების მონიტორინგს ახორციელებდნენ", - აღნიშნა ელგუჯა დავითაძემ.

სკოლა-ლიცეუმის დირექტორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 15:00 საათზე ბათუმში, მედიასთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მკითხველის კომენტარები
(1)

ლალი
05 თებერვალი , 2017 11:02

ეს არის ალბათ ისლამის მიმდევრების გასაზრდელი სკოლა.ამიტომაც დახურეს ..

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა | Allnews.Ge