საზოგადოება
07.02.2017 / 08:02
შრიფტის ზომა:

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას ხუთი მოთხოვნით მიმართავენ

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, მიმართავენ.

დაზარალებული მოვაჭრეები ხუთ მოთხოვნას აყენებენ. კერძოდ, მოვაჭრეები მოითხოვენ:

1.შენობის დემონტაჟისა და ნანგრევების გასუფთავების დროს მათი ჯგუფის წარმომადგენელი დაესწროს ყველა პროცესს, რათა არ მოხდეს ქონების სხვა პირების მხრიდან შესაძლო დატაცება;

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2.დროულად ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, განისაზღვროს ხანძრის კერის გაჩენის ობიექტური მიზეზები და დაისაჯონ შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები;

3. მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ზარალის დათვლა და სახელმწიფოს განკარგვაში არსებული რეზერვებიდან შესაძლებლობის ფარგლებში მოხდეს ზარალის ანაზღაურება;

4. მთავრობის მხრიდან ეთხოვოს ეროვნულ ბანკს გაუწიოს შუამდგომლობა დაზარალებულებს კომერციულ ბანკებთან და საკრედიტო ორგანიზაციებთან მათთვის საშეღავათო პირობების გაწევის თაობაზე;

5. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მოიძიოს ალტერნატიული სავაჭრო ფართები, რათა დაზარალებულებს მიეცეს საშუალება საქმიანობის გაგრძელების.

მოვაჭრეები ამ დროისთვის "ბავშვთა სამყაროსთან" არიან შეკრებილი. ისინი კვლავ შესვლას და საკუთარი ნივთების მოძებნას მოითხოვენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას ხუთი მოთხოვნით მიმართავენ | Allnews.Ge