21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.02.2017 / 13:02
შრიფტის ზომა:

ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

ბათუმში 59 წლის ნათელა ლაზიშვილმა პირველი შვილი გააჩინა. პატარა საკეისრო კვეთით დაიბადა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ქალბატონი და მისი მეუღლე, რომელიც ამჟამად 61 წლის არის, ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ცხოვრობენ. მათ ოჯახი 33 წლის წინ შექმნეს და უშვილობის პრობლემა მთელი ამ წლების მანძილზე აწუხებდათ.

გასულ წელს დაწყებული მკურნალობის შედეგად ქალი დაორსულდა. 8 თვისა და 5 დღის ორსულობის შემდეგ, საკეისრო კვეთით გიორგი ლაზიშვილი დაიბადა.

Ambebi.ge ახალშობილის მამას, გურამ ლაზიშვილს დაუკავშირდა:

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მე და ჩემი მეუღლე წყავროკაში ვცხოვრობთ. მაქვს ძლიერი მამაპისეული ფუძე, რომელიც ჩემი შრომით კიდევ უფრო გავაძლიერე. ციტრუსის უზარმაზარი ბაღიდან მაქვს წლიური შემოსავალი. მე და ჩემს მეუღლეს არაფერი გვაკლდა, გარდა შვილისა.

33 წლის წინ დავქორწინდით. თავიდანვე ვფიქრობდით შვილის გაჩენაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვეყოლა. სად არ ვიყავით სამკურნალოდ, თბილისსა თუ ბათუმში - შემოვიარეთ მთელი საქართველო.

გასულ წელს ბათუმში არსებული თურქული კლინიკის შესახებ გავიგეთ, სადაც ექიმი მაიკო ბუცხრიკიძე მუშაობს. გვითხრეს, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია და ბევრი უშვილო ოჯახისთვის უჩუქებია ახალი სიცოცხლე. ჩვენც სწორედ მასთან მივედით.

მკურნალობიდან პირველივე თვეში გავიგეთ, რომ ჩემი მეუღლე ბავშვს ელოდებოდა. მთელი ორსულობის პერიოდი დაკვირვების ქვეშ იყო და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

დღეს, 12:15 წუთზე ჩემმა მეუღლემ ჩაიხუტა გიორგი გულში და ცრემლებით აევსო თვალები. ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულსა და ემოციას სიტყვებით, რაც ჩვენ გვაქვს ამ წუთებში".

მკითხველის კომენტარები
(4)

nino
13 თებერვალი , 2017 09:02

უზომოდ მიხარია ამათი ბედნიერება, ასე მგონია ჩემია ეს პატარა, გაიზარდეეეეე, დიიიიდი ბიჭი და გაახარე მშობლები :)

*
13 თებერვალი , 2017 07:02

გილოცავთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა | Allnews.Ge