
პენიტენციურ სისტემაში ახალი – გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იქმნება. აღნიშნული დაწესებულება გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა 6 თვეს არ აღემატება.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნას "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.
პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" მსოფლიოს საუკეთესო ციხეში
კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში 3 დღე–ღამეს არ უნდა აღემატებოდეს. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ის უფლებები და მოვალეობები გავრცელდება, რომლებიც განსაზღვრულია, შესაბამისი საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არღვევს დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს, მსჯავრდებულის შესაბამისი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიერ გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი. თუ მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დატოვებს გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას და არ გამოცხადდება მისთვის განსაზღვრულ დროს, მას ეს ჩაეთვლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 380-ე მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებად – თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთვის თავის არიდებად, გარდა კანონით განსაზღვრული საპატიო საფუძვლის არსებობისა.
"პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რამდენიმე წელია (10-15 წელი) თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება.
ასეთი პატიმრებისთვის, ძალიან რთულია გათავისუფლების შემდეგ გარე სამყაროსთან ადაპტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
ხშირად მათთვის სერიოზული გამოწვევაა, თანამედროვე სერვისებით სარგებლობაც კი, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, საბანკო გადარიცხვები და სხვ. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა უმეტესობა მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს, არ აქვს საცხოვრებელი სახლი და სამსახური. აღნიშნული ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს. პრაქტიკაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონია ადგილი, როცა გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა სპეციალურად ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან არ ჰქონდა საცხოვრებელი და დამოუკიდებლად თავის რჩენის შესაძლებლობა.
არსებული ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია შეიქმნას გარდამავალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს მოამზადებს გათავისუფლებისთვის, საშუალებას მისცემს სრულ გათავისუფლებამდე გადაჭრან ელემენტარული ყოფითი პირობები, განივითარონ პროფესიული უნარები, მოძებნონ სამსახური და მოაწესრიგონ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები", - განმარტავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.
უწყების ინფორმაციით, ამ ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას არ მოითხოვს, ვინაიდან შესაბამისი პირობები შესაძლოა მოეწყოს არსებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ბაზაზე, ცალკე ფლიგელის ან ნაწილის სახით, სადაც გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სარეჟიმო პირობები გავრცელდება.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში მოთავსების წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პენიტენციურ სისტემაში ახალი – გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იქმნება. აღნიშნული დაწესებულება გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა 6 თვეს არ აღემატება.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნას "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.
პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" მსოფლიოს საუკეთესო ციხეში
კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში 3 დღე–ღამეს არ უნდა აღემატებოდეს. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ის უფლებები და მოვალეობები გავრცელდება, რომლებიც განსაზღვრულია, შესაბამისი საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არღვევს დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს, მსჯავრდებულის შესაბამისი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიერ გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი. თუ მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დატოვებს გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას და არ გამოცხადდება მისთვის განსაზღვრულ დროს, მას ეს ჩაეთვლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 380-ე მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებად – თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთვის თავის არიდებად, გარდა კანონით განსაზღვრული საპატიო საფუძვლის არსებობისა.
"პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რამდენიმე წელია (10-15 წელი) თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება.
ასეთი პატიმრებისთვის, ძალიან რთულია გათავისუფლების შემდეგ გარე სამყაროსთან ადაპტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
ხშირად მათთვის სერიოზული გამოწვევაა, თანამედროვე სერვისებით სარგებლობაც კი, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, საბანკო გადარიცხვები და სხვ. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა უმეტესობა მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს, არ აქვს საცხოვრებელი სახლი და სამსახური. აღნიშნული ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს. პრაქტიკაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონია ადგილი, როცა გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა სპეციალურად ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან არ ჰქონდა საცხოვრებელი და დამოუკიდებლად თავის რჩენის შესაძლებლობა.
არსებული ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია შეიქმნას გარდამავალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს მოამზადებს გათავისუფლებისთვის, საშუალებას მისცემს სრულ გათავისუფლებამდე გადაჭრან ელემენტარული ყოფითი პირობები, განივითარონ პროფესიული უნარები, მოძებნონ სამსახური და მოაწესრიგონ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები", - განმარტავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.
უწყების ინფორმაციით, ამ ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას არ მოითხოვს, ვინაიდან შესაბამისი პირობები შესაძლოა მოეწყოს არსებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ბაზაზე, ცალკე ფლიგელის ან ნაწილის სახით, სადაც გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სარეჟიმო პირობები გავრცელდება.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში მოთავსების წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
მკითხველის კომენტარები
(1)
იდეაში კარგი ცვლილებაა,მაგრამ მაგაზე მუშაობა გამოსვლამდე ექვსი თვე რო აქ დარჩენილი მაშინ კი არა ციხეში რო მოხვდება მაქედანვე უნდა დაიწყონ , თან ამ მთავრობების გადამკიდე ყველაფერში ეჭვი გეპარება ადამიანს , ხომ არ იქნება ეს "დამატებითი შემოსავლის წყარო" დირექტორებისთვის რომლებმაც უნდა გასცენ ნებართვა? <br />ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. თუ ციხეშია რანაირად იმუშავებს??? ეს ვერ გავიგე