
ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ოპერაცია დაიწყო.
როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, გერმანელი ექიმების თქმით, პატრიარქის მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
სანამ გერმანელი ექიმები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიი წინამძღოლის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ, საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილია მეორის მოწამვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მამა ნიკოლოზი აცხადებს, რომ პატრიარქს არ სჯერა, თითქოს მისი მოწამვლის მცდელობა იყო. მიტროპოლიტს თავადაც არ სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა.
ვინ არის და რას საქმიანობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე
"ჩემს აზრსაც გეტყვით და თვითონ პატრიარქისაც.
მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს.
რა მოხდა, არავინ იცის. არც პატრიარქს სჯერა ამის. ეგეთი რამე საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ვინმე მოეწამლოს, წიგნებში წამიკითხავს მარტო", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მამა გიორგი მამალაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანს ფაქტიც მოექცა. მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.
დეკანოზი ანდრია თურმანიძე - მამა გიორგი მამალაძეს ისე უყვარს პატრიარქი, ტყვიას გადაეფარება
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.
კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა. ბერლინში მყოფი მამა ნიკოლოზი აღნიშნულ ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორი იყო ბერლინიდან პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის თბილისში ჩამოსვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა.
"ვფიქრობ, ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, დაეხმარა გამოძიებას. ჩვენმა აქ ჩამოსვლამ კი ხელი შეუწყო ამ სამსახურის ფუნქციონირებას", - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა.
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეში საპატრიარქოს იურისტები ჩართულები არ არიან და შესაბამისად, მის ინტერესებს არ იცავენ.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად მკვლელობის ორგანიზება წაუყენეს
როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოებს საპატრიარქოსგან ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია ოფიციალურად არ გამოუთხოვიათ.
"საქმეში საპატრიარქოს იურისტები არ არიან ჩართულები, ვინაიდან ადვოკატის უფლებამოსილების მქონე მარტო მე ვარ. მე კი მის ინტერესებს არ ვიცავ. ამ საქმეზე ინფორმაცია არ გამაჩნია", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.
ედიშერ ქარჩავას თქმით, რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებების გატარებაზე საპატრიარქოს იურისტებს, საგამოძიებო ორგანოდან არავითარი შეტყობინება არ მიუღიათ.
მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალების მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი წერს.
"სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?!
ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... არავის დააფარონ ხელი", - წერს არქიმანდრიტი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ პატრიარქის დაცვის გაძლიერება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, თუმცა როგორც აღნიშნავს, ეს უფრო პრევენციული ხასიათისაა და უსაფრთხოების პრობლემა არ დგას.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ოპერაცია დაიწყო.
როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, გერმანელი ექიმების თქმით, პატრიარქის მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
სანამ გერმანელი ექიმები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიი წინამძღოლის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ, საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილია მეორის მოწამვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მამა ნიკოლოზი აცხადებს, რომ პატრიარქს არ სჯერა, თითქოს მისი მოწამვლის მცდელობა იყო. მიტროპოლიტს თავადაც არ სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა.
ვინ არის და რას საქმიანობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე
"ჩემს აზრსაც გეტყვით და თვითონ პატრიარქისაც.
მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს.
რა მოხდა, არავინ იცის. არც პატრიარქს სჯერა ამის. ეგეთი რამე საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ვინმე მოეწამლოს, წიგნებში წამიკითხავს მარტო", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მამა გიორგი მამალაძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანს ფაქტიც მოექცა. მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.
დეკანოზი ანდრია თურმანიძე - მამა გიორგი მამალაძეს ისე უყვარს პატრიარქი, ტყვიას გადაეფარება
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.
კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა. ბერლინში მყოფი მამა ნიკოლოზი აღნიშნულ ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორი იყო ბერლინიდან პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის თბილისში ჩამოსვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა.
"ვფიქრობ, ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, დაეხმარა გამოძიებას. ჩვენმა აქ ჩამოსვლამ კი ხელი შეუწყო ამ სამსახურის ფუნქციონირებას", - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა.
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეში საპატრიარქოს იურისტები ჩართულები არ არიან და შესაბამისად, მის ინტერესებს არ იცავენ.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად მკვლელობის ორგანიზება წაუყენეს
როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოებს საპატრიარქოსგან ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია ოფიციალურად არ გამოუთხოვიათ.
"საქმეში საპატრიარქოს იურისტები არ არიან ჩართულები, ვინაიდან ადვოკატის უფლებამოსილების მქონე მარტო მე ვარ. მე კი მის ინტერესებს არ ვიცავ. ამ საქმეზე ინფორმაცია არ გამაჩნია", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.
ედიშერ ქარჩავას თქმით, რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებების გატარებაზე საპატრიარქოს იურისტებს, საგამოძიებო ორგანოდან არავითარი შეტყობინება არ მიუღიათ.
მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალების მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი წერს.
"სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?!
ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... არავის დააფარონ ხელი", - წერს არქიმანდრიტი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ პატრიარქის დაცვის გაძლიერება პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, თუმცა როგორც აღნიშნავს, ეს უფრო პრევენციული ხასიათისაა და უსაფრთხოების პრობლემა არ დგას.
მკითხველის კომენტარები
(2)
მე კი ის მტკივა ამ ინსტიტუს ენდობა საქართველოს ახალგაზრდების 70 პროცენტი
სამარცხვინოა ასეთი რამ ეკლესიაში რომ ხდება,მაგრამ რა გასაკვიარია,როცა სახელმწიფოს ზარცვით,ფულის მოხვეჭით არიან დაკავებული ერის "სულიერი მამები" სინამდვილეში კი სუსის სტაჟიანი აგენტები.ნაცვლად ხალხის და უფლის სამსახურისა,ეშმაკს ემსახურებიან.უფრო ზუსტად კი იმას,ვინც მეტს გადაუხდით.დაბოლებულ და ზომბირებულ ბრბოს კი ყველაფერი სჯერა!