
პატრიარქი ისეთ რამეს იტყვის, რაც ყველას და ყველაფერს დაგვილაგებს, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.
"პატრიარქი ყოველთვის აკეთებს ისეთ განცხადებას, გამოსავალს პოულობს. ვერც კი ვფიქრობ რას იტყვის პატრიარქი. პატრიარქი ისეთ რამეს იტყვის, რაც ყველას და ყველაფერს დაგვილაგებს. წლებმა გვაჩვენა, პატრიარქი ყოველთვის ისეთ განცხადებას აკეთებდა, არავინ ველოდით ასეთ პასუხს თუ გასცემდა როდესმე ამ კითხვებს. მაგრამ პატრიარქი სულ ისეთ პასუხებს სცემდა...
რადგან მას ღვთისგან აქვს ეს აზრიც, ფიქრი, შეხედულებები მიცემული. ისეთ რამეს იტყვის, რაც თუნდაც მამა გიორგისთვისაც სასარგებლო იქნება და ყველასთვის სასარგებლო იქნება, რადგან ჩვენ ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, თქვენც, მეც, მამა გიორგიც. პატრიარქს ყველა ადამიანი უყვარს", - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.
მას სურვილი აქვს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული მოვლენები სიმართლე არ იყოს.
"ჩემთვის ყველაფერი შოკისმომგვრელია.
არ ვიცი ეს რამდენად სწორია, არ არის სწორი, ამას ვერ განვსჯი, ამ თემასთან დაკავშირებით ვერც ვერაფერს ვიტყვი, რადგან, მამა გიორგი სასულიერო პირია, მღვდელია. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ყველაფერი არ დადგინდება, ცილისწამება უმძიმესი ცოდვა არის. შოკში ვარ ამ ყველაფრით", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.