19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ | Allnews.Ge

მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ

მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ. "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დღეს ბრალდებულების დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა ისინი დღევანდელ პროცესზე არ მივიდნენ.

პროცესის დაწყებამდე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მაია რჩეულიშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდებოდა. როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ აღნიშნა, დაცვის მხარე გუშინ შეხვდა ბრალდებულს, მისგან მოისმინა მზაობა სასამართლოზე გამოცხადების და დაკითხვის წინ პოზიციები შეათანხმა. მისივე თქმით, ადვოკატებისთვის ამ დროისთვის უცნობია, რატომ არ გამოცხადდა მაია რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

თავის მხრივ, სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ბრალდებულები გურამ და მაია რჩეულიშვილები თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და პროცესების გაჭიანურებას ცდილობენ. პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, ბრალდება რამდენიმე პროცესია ელოდება გურამ და მაია რჩეულიშვილების გამოცხადებას სასამართლოში დაკითხვის მიზნით. მისივე განმარტებით, ბრალდება აღარ დაკითხავს რჩეულიშვილებს და ამით საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულებს ვერც დაცვის მხარე დაკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ გურამ და მაია რჩეულიშვილები მათ დასაკითხ პირთა სიაშიც არიან და ბრალდებულებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ დასკვნითი სიტყვის დროს შეეძლებათ.