განათლება
24.04.2018 / 08:04
შრიფტის ზომა:

ნათია მეზვრიშვილი - სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის

ნათია მეზვრიშვილი - სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის

მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა, რომლის მთავარ არსს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ. იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იურისტი - დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს | Allnews.Ge

იურისტი - დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეში ბრალდებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ მოინახულა.

როგორც სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების დატოვების შემდეგ ლომიძემ განაცხადა, მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული გაუთქმელობის პირობის გამო ბრალდებებს ვერ პასუხობს, რაც ერთგვარად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია. იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება უნდა გაუქმდეს, რათა ბარლდებულს საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცეს.

"ჩვენ როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესებული ვართ, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, მითუმეტეს, იმ ადამიანების, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი და იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვენახულებინა მამა გიორგი მამალაძე, რადგან საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არის ეს საქმე. გვინდოდა გავსაუბრებოდით იმ საკითხებზე, როგორ არის, მოხდა თუ არა მისი უფლებების დარღვევა, ხომ არ იყო უფლებების ისეთი დარღვევა, სადაც შესაძლებელია ჰქონდეს პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

მან გვითხრა მხოლოდ ის, რომ დადებული აქვს ხელწერილი, რომელიც უკრძალავს ინფორმაციის გაცემას. აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია ეს ინფორმაციები გაამჟღავნოს. ჩვენ, როგორც უფლებადამცველები ვფიქრობთ, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავი დაიცვას იმ არგუმენტებით, რომელიც აქვს დაცვის მხარეს. ასევე მიგვაჩნია, რომ არ უნდა დაიღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც მხოლოდ ცალმხრივად ვისმენთ, რომ ის არის დამანაშავე და დაცვის პოზიციის გაცნობის საშუალება არ გვაქვს, ძნელია საზოგადოებამ დასკვნა გააკეთოს.

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შეაფასოს ორივე მხარის არგუმენტები, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ამ შემთხვევაში მეტად იყოს ადამიანის უფლებები დაცული", - განაცხადა ლომიძემ.

მისივე თქმით, დეკანოზის ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია.

"ბრალდებებთან დაკავშირებით არ საუბრობს. მდგომარეობას რაც შეეხება, ნორმალურ მდგომარეობაშია. მისი ფიზიკური მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, სხვა რაიმე განსაკუთრებულ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ლომიძემ.

რაც შეეხება მედიაში მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს, როგორც ლომიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.