
ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავას ცნობით, ველობილიკი მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა და მისი სიგრძე 8 კილომეტრი იქნება.
"ველობილიკი დედა ენის ძეგლთან დაიწყება და მტკვრის ორივე სანაპიროზე იქნება. ტერიტორია დაიხაზება, დაიდგმება ნიშნები, 2 შუქნიშანი და საჭირო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა. ეს არის საპილოტე პროექტი. სამომავლოდ დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ველობილიკის მოწყობაა გათვალისწინებული, მათ შორის ძველ თბილისშიც" -აღნიშნა კვაშილავამ.
დედაქალაქის მერიაში ვერ აკონკრეტებენ თუ რა დაჯდება აღნიშნული ველობილიკის მოწყობა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერში რამდენიმე კომპანიამ გაიმარჯვა და მოქალაქეებს პირველი ველობილიკით სარგებლობა სავარაუდოდ, გაზაფხულზე შეეძლებათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მერიის ცნობით, ველობილიკი ორივე სანაპიროზე ტროტუარებზე მოეწყობა, სადაც 3 ველოსადგომიც განთავსდება.
რაც შეეხება მარშრუტს, მერიის ინფორმაციით, პირველი ველობილიკი დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და უკუმიმართულებით, მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა. საუბარია, მიახლოებით, 8 კილომეტრიან მარშრუტზე.
BPN.GE
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავას ცნობით, ველობილიკი მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა და მისი სიგრძე 8 კილომეტრი იქნება.
"ველობილიკი დედა ენის ძეგლთან დაიწყება და მტკვრის ორივე სანაპიროზე იქნება. ტერიტორია დაიხაზება, დაიდგმება ნიშნები, 2 შუქნიშანი და საჭირო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა. ეს არის საპილოტე პროექტი. სამომავლოდ დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ველობილიკის მოწყობაა გათვალისწინებული, მათ შორის ძველ თბილისშიც" -აღნიშნა კვაშილავამ.
დედაქალაქის მერიაში ვერ აკონკრეტებენ თუ რა დაჯდება აღნიშნული ველობილიკის მოწყობა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერში რამდენიმე კომპანიამ გაიმარჯვა და მოქალაქეებს პირველი ველობილიკით სარგებლობა სავარაუდოდ, გაზაფხულზე შეეძლებათ.
მერიის ცნობით, ველობილიკი ორივე სანაპიროზე ტროტუარებზე მოეწყობა, სადაც 3 ველოსადგომიც განთავსდება.
რაც შეეხება მარშრუტს, მერიის ინფორმაციით, პირველი ველობილიკი დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და უკუმიმართულებით, მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა. საუბარია, მიახლოებით, 8 კილომეტრიან მარშრუტზე.
BPN.GE
მკითხველის კომენტარები
(0)