საზოგადოება
27.02.2017 / 07:02
შრიფტის ზომა:

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს

ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მეუფე დიმიტრის თქმით, ამ კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან თავად მეუფე დიმიტრიც დააკავშირა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

"პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მესაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან. დიახ, ხანდახან ასეც ხდება - წმინდა სინოდი ცოცხალი ორგანიზამია და უამრავ საკითხს დიდხანს განიხილავენ, ბაასობენ. პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემს გარდა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საპატრიარქოს მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა | Allnews.Ge

საპატრიარქოს მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა

საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. როგორც ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში ბოლო დღეებში არ უნახავს.

მისივე თქმით, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში. მე არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს ან დააპატიმრეს, უბრალოდ არ მინახავს. ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ გაიმართა შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, ბიძინა ივანიშვილთან და მსგავს შეხვედრაზე დაცვის უფროსი არ გამოჩენილა. ვთქვი, ის, რაც იყო სინამდვილე. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში.

პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები," - განაცხადა ბოტკოველმა.