30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
26.02.2017 / 08:02
შრიფტის ზომა:

რა ეტაპზეა თბილისის ზოოპარკის გადატანის პროცესი

ზოოპარკის საბურთალოს ტერიტორიიდან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანა ნელ-ნელა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მგლებისა და დათვების ვოლიერები შენდება, ხოლო ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა ახლა იწყება,- ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მზია შარაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკი, მთლიანად დენდროლოგიურ პარკში მოეწყობა, რომელიც ამასთანავე რეკრეაციული ზონაც იქნება.

"გვინდა, რომ დათვები და მგლები ახალ ვოლიერებში შემოდგომაზე გადავიყვანოთ, ნიამორებისა და ირმების გადაყვანის ზუსტი თარიღი კი ცნობილი არ არის. ახალ ზოოპარკში მთელი ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით მოსაწყობია, სულ 48 ჰექტარი ტერიტორიაა და ამ სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდება,"-განმარტა მან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მზია შარაშიძის თქმით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა აბსოლუტურად სხვა კონცეპციით იგეგმება, თუმცა კონკრეტული პროექტი ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

"ახალი ზოოპარკი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე განთავსდება.

გაკეთდება თანამდეროვე სტანდარტების ვოლიერები, სადაც გისოსები, ბარიერები ბუნებრივთან მიახლოებულია, რათა ადამიანს იმის შთაბეჭდილება ჰქონდეს, რომ ბუნებაში იმყოფება, სადაც ცხოველების დათვალიერება ბარიერების გარეშე შეუძლია. ასევე, დაემატება ახალი ცხოველებიც."-აღნიშნა მან.

თბილისის ზოოპარკის ტერიტორია, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამდე სულ 9 ჰექტარს შეადგენდა, თუმცა ძლიერი დატბორვის შემდეგ 5 ჰექტარი დარჩა.

სტიქიის შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადადის.

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(3)

shooter
28 თებერვალი , 2017 07:02

ზოოპარკისთვის საუკეთესო ადგილი კრწანისის ტყე-პარკია, სადაც მართლაც რომ ბუნებასთან დაახლოებული პირობებია. ჩემთვის გაუგებარია რატომ თბილისის ზღვა, საიდანაც თითქმის მთელი ქალაქი მარაგდება სასმელი წყლით და სადაც მაინც მოხვდება ზოოპარკიდან გამდინარე დაბინძურებული წყალი. მეორე კი როგორც ცნობილია ზღვაზე გადადის თბილისის აეროპორტის მარშრუტი და რა მდგომარეობაში იქნებიან ცხოველები რომელთაც დღეში ასჯერ მაინც გადაუფრენს ხმაურიანი თვითმფრინავები

888
27 თებერვალი , 2017 07:02

უკვე გადააქვთ და 2030წელს დაასრულებენ გადატანას.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ეტაპზეა თბილისის ზოოპარკის გადატანის პროცესი | Allnews.Ge