02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მარტში დედაქალაქის ქუჩებში, დასუფთვების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან | Allnews.Ge

მარტში დედაქალაქის ქუჩებში, დასუფთვების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან

გარემოს დანაგვიანებაზე კონტროლი 100 პროცენტით გამკაცრდება - ამის შესახებ Allnews.ge-ს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ განუცხადა.

მარტის ბოლომდე დედაქალაქის ქუჩებში, დასუფთვების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. როგორც, "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, გარემოს დანაგვიანებაზე კონტროლს ზედამხედველობის ინსპექცია განახორციელებს, თუმცა, უკვე ქვეითი თანამშრომლების მეშვეობით.

სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილი და სამხრე კამერით აღჭურვილი დასუფთავების ინსპექტორები, დანაგვიანების ფაქტებს მთელი დღის განმავლობაში გაუწევენ მონიტორინგს და კანონდამრღვევ მოქალაქეებს ადგილზე გამოუწერენ ნარჩენების კოდექსით გათვალისინებულ ჯარიმას.

"თბილსერვის ჯგუფს" ჰყავს ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში, ტრანსპორტის საშუალებით, ახორციელებს ნარჩენების კონტროლს.

შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გარემოს დანაგვიანების გამო ჯარიმის სახით ჯამში, დაახლოებით, 500 000 ლარზე მეტი დაიწერა. 2017 წელს კი, იანვარში 12 000 ლარი, თებერვალში ჯამში 40 000 ლარი.