29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მიხეილ რამიშვილი - არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია | Allnews.Ge

მიხეილ რამიშვილი - არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, ე.წ. ციანიდის საქმეში არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია.

როგორც რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქმეში ბევრი ისეთი ნიუანსი გამოჩნდა, რაზეც პროკურატურას სერიოზული პასუხის გაცემა მოუწევს.

"გარკვეულ საპროცესო ორ დოკუმენტზე ერთი პროკურორის სხვადასხავანაირი ხელმოწერებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებები რაც ჩატარებულია, უკანონოა და ეჭვქვეშ აყენებს რამდენად სამართლიანად მოხდა მისი დაკავება, რამდენად აძლევდა პროკურატურას იმის საშუალებას, რომ ბრალი წაეყენებინათ დეკანოზისთვის და საერთოდ სისხლის სამართლებრივი ძიება დაეწყოთ", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, წინასასამართლო სხდომაზე ის აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმით, მან დღეს "თვით ციანიდთან დაკავშირებით" ბრალდებულისგან ისეთი ახალი ნიუანსების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროკურატურას მოუწიოს კითხვებზე პასუხის გაცემა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ როგორც პროკურორების ხელმოწერის, ისე სხვა მტკიცებულებების კარგად შესწავლის შემთხვევაში, პროკურატურამ საქმე მთლიანად უნდა შეწყვიტოს.

რამიშვილის თქმით, ის ძალიან ბევრ სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და მიიჩნევს, რომ საქმე უნდა შეწყდეს.

რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა, თუმცა ბრალდებულთან მისი კიდევ ორი ადვოკატი რჩება.