
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, "რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ გუშინ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"რადგან ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რადგან "ტვ პირველის" ეთერში ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს "რუსთავი 2"-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას: ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს "რუსთავი 2". გადაეცით "რუსთავი 2" მის კოლექტივს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით "რუსთავი 2" კოლექტივს. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის კომერციულ ინტერესებს, იგი სასამართლოში დავობდა 7 მილიონ ლარზე ოდნავ მეტს. ჩვენ დავთვალეთ და ეს არის 4 209 397 დოლარამდე, დღეის მდგომარეობით, იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო. მას გარკვეული რაოდენობა მიღებული აქვს. დარჩენილ თანხას 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ. მას ხომ გაყიდვა უნდა ტელეკომპანიის, ჩვენ მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს, საქართველოს მთავრობას, ამ ადამიანებს გადაეცით "რუსთავი 2" და თქვენ კომერციულ ინტერესს ჩვენ დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა ნიკა გვარამაიამ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, "რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ გუშინ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"რადგან ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რადგან "ტვ პირველის" ეთერში ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს "რუსთავი 2"-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას: ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს "რუსთავი 2". გადაეცით "რუსთავი 2" მის კოლექტივს.
თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით "რუსთავი 2" კოლექტივს. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის კომერციულ ინტერესებს, იგი სასამართლოში დავობდა 7 მილიონ ლარზე ოდნავ მეტს. ჩვენ დავთვალეთ და ეს არის 4 209 397 დოლარამდე, დღეის მდგომარეობით, იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო. მას გარკვეული რაოდენობა მიღებული აქვს. დარჩენილ თანხას 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ. მას ხომ გაყიდვა უნდა ტელეკომპანიის, ჩვენ მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს, საქართველოს მთავრობას, ამ ადამიანებს გადაეცით "რუსთავი 2" და თქვენ კომერციულ ინტერესს ჩვენ დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა ნიკა გვარამაიამ.
მკითხველის კომენტარები
(4)
საიდან ფული და ახლა ყველა ჟურნალისტმა შეკრიბა, მოიძიეს ინვესტორებისგან და ა.შ.
ტელევიზიას ფინანსური პრობლემები აქვსო, აბა საიდან ამდენი ფული რომლის ხალვაშზე შეთავაზებას აპირებთ?