
2 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ. თუ გინდათ ჩამქოლეთ. და ეს პოსტი ცოტა გრძელი იქნება. რუსთავი 2 კი მენანება მორიგ ჯერზე გამარჯვებული პარტიის მაამებელი ინსტურმენტობისთვის, ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს ქიბარს ნადავლი რომ გადასცეს, და შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა.
ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ვიზეიმებ და ვერავის მოგილოცავთ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მით უფრო იმ ხალხს ვერ მოგილოცავთ, მუდამ მის წართმევას და გადაკეთებას რომ გულშემატკივრობდით, ოთხმოცდაათიანებშიც, 2001-შიც, 2004-შიც და ეხლაც. არადა რამდენი ხართ ასეთი. სულ რომ ვინც მოვიდა გაუმარჯოს რეჟიმში ცხოვრობთ და ეს მაგარი ტელევიზია მუდამ თქვენს საამებელ ინსტრუმენტად გინდათ.
დიახ, დღევანდელი რუსთავი 2 არ არის ჭეშმარიტების ფლაგმანი, ისე როგორც ტელევიზიების უმრავლესობა ჩვენშიც და გარეთაც. რუსთავი 2-ს პოზიცია აქვს, ზუსტად ისე როგორც 2003-ში ქონდა და ამ პოზიციის ფლაგმანია.
არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები, რომელზეც დემოკრატიულ სამყაროში არ დაობენ. სწორედ ამ ჭეშმარიტებებს დაუპირისიპირდა ჩემი აზრით დღევანდელი დღე და სწორედ ამიტომ დამარცხდება დღევანდელი დღის თქვენი "მონაპოვარი".
ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტებების კიდევ გრძელი სია შემეძლო დამწერა, მაგრამ მგონი ამის წაკითხვაც დაგეზარებათ.
P.S. იცით, რომ მნიშვნელოვანი ამბის დროს დამალვა არ მჩვევია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დავმალულვარ 17 მაისის, საყდრისის, მოსმენების კანონის, კაბელების და ტრაქტორების საქმის, მურუსიძის ხელახალი აღზევების და არც ერთ სხვა კრიტიკულ მომენტში. სამწუხაროდ დღეს ისეთი დღე მაქვს ამ სტატუსის გარდა არაფერი შემიძლია. ჩემი პოზიცია აქ არის,"- წერს თინა ხიდაშელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ. თუ გინდათ ჩამქოლეთ. და ეს პოსტი ცოტა გრძელი იქნება. რუსთავი 2 კი მენანება მორიგ ჯერზე გამარჯვებული პარტიის მაამებელი ინსტურმენტობისთვის, ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს ქიბარს ნადავლი რომ გადასცეს, და შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა.
ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ვიზეიმებ და ვერავის მოგილოცავთ.
მით უფრო იმ ხალხს ვერ მოგილოცავთ, მუდამ მის წართმევას და გადაკეთებას რომ გულშემატკივრობდით, ოთხმოცდაათიანებშიც, 2001-შიც, 2004-შიც და ეხლაც. არადა რამდენი ხართ ასეთი. სულ რომ ვინც მოვიდა გაუმარჯოს რეჟიმში ცხოვრობთ და ეს მაგარი ტელევიზია მუდამ თქვენს საამებელ ინსტრუმენტად გინდათ.
დიახ, დღევანდელი რუსთავი 2 არ არის ჭეშმარიტების ფლაგმანი, ისე როგორც ტელევიზიების უმრავლესობა ჩვენშიც და გარეთაც. რუსთავი 2-ს პოზიცია აქვს, ზუსტად ისე როგორც 2003-ში ქონდა და ამ პოზიციის ფლაგმანია.
არსებობს მარტივი ჭეშმარიტებები, რომელზეც დემოკრატიულ სამყაროში არ დაობენ. სწორედ ამ ჭეშმარიტებებს დაუპირისიპირდა ჩემი აზრით დღევანდელი დღე და სწორედ ამიტომ დამარცხდება დღევანდელი დღის თქვენი "მონაპოვარი".
ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტებების კიდევ გრძელი სია შემეძლო დამწერა, მაგრამ მგონი ამის წაკითხვაც დაგეზარებათ.
P.S. იცით, რომ მნიშვნელოვანი ამბის დროს დამალვა არ მჩვევია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დავმალულვარ 17 მაისის, საყდრისის, მოსმენების კანონის, კაბელების და ტრაქტორების საქმის, მურუსიძის ხელახალი აღზევების და არც ერთ სხვა კრიტიკულ მომენტში. სამწუხაროდ დღეს ისეთი დღე მაქვს ამ სტატუსის გარდა არაფერი შემიძლია. ჩემი პოზიცია აქ არის,"- წერს თინა ხიდაშელი.
მკითხველის კომენტარები
(5)
ცრუ, ურცხვი და სამარცხვინო, ახალგახრდა იურისტებიდან მოყოლებული. ამის აზრი ნეტა ვის აინტერესებს?
მთელი ცხოვრება ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს, ძალიან უცნაურია.