
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან", ასევე, ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თუ კანონმა საშუალება არ მომცა, შეიძლება "რუსთავი 2"-ში ვიყო სტუმრის სტატუსით, ძალით ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას? - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე განუცხადა.
ხალვაშის თქმით, ის ცდილობს კანონის ფარგლებში განახორციელოს ყველა ქმედება და მოიქცევა ისე, როგორიც კანონი იტყვის.
"გადაწყვეტილება მიღებულია (უზენაესი სასამართლოს მიერ), მე გავიმარჯვე და "რუთავი 2" მოკუთვნებულია ჩემზე. თუ კანონმა საშუალება არ მომცა, შეიძლება კომპანიაში ვიყო სტუმრის სტატუსით, მე რა ვიცი. ძალად ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას? - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები
(0)