
"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 37% ემხრობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, 57% კი წინააღმდეგია. თბილისელების 10%-ს არ გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი მოსაზრება.
რაც შეეხება სხვა მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს, თბილისის მოსახლეობის 29% თვლის, რომ უნდა იყოს დეკრიმინალიზებული.
"ეისითის" ცნობით, კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.
ინფოგრაფიკა მომზადებულია "ეისითის" მიერ