
2016 წელს, საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის უფლება 3 923-მა უცხოეთის მოქალაქემ მიიღო.
Allnews.ge დაინტერესდა, ძირითადად, რომელიც ქვეყნის მოქალაქეები იღებენ საქართველოს მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებას. გთავაზობთ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" 2016 წლის მონაცემებს, უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ცხოვრებისა და ბინადრობის უფლების მინიჭების შესახებ:
გრაფიკში ნაჩვენებია იმ ქვეყნების 10-ეული, რომელთა ყველაზე მეტმა მოქალაქემ 2016 წელს საქართველოში ბინადრობის უფლება და მოქალაქეობა მიიღო.
1. რუსეთი - საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის უფლება ჯამში 2 282 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა, უარი და 434-ს ეთქვა;
2. აშშ - მოქალაქეობასა და ბინადრობაზე დადებითი პასუხი აშშ-ს 299-მა მოქალაქემ მიიღო, უარი - 1-მა;
3. სომხეთი - 279 მოქალაქეს ბინადრობის უფლება და მოქალაქეობა მიენიჭა, ხოლო 151-ს აღნიშნულზე უარი ეთქვა.
4. უკრაინა - 157 მოქალაქემ ბინადრობისა და მოქალაქეობის უფლებაზე დადებითი, ხოლო 33-მა მოქალაქემ უარყოფითი პასუხი მიიღო.
5. საბერძნეთი - ქვეყნის 135 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის უფლება და მოქალაქეობა მიენიჭა, 57 პირს კი აღნიშნულზე უარი ეთქვა.
6. ისრაელი - მოქალაქეობასა და ბინადრობაზე დადებითი პასუხი სახელმწიფოს 135-მა მოქალაქემ მიიღო, ხოლო უარყოფითი 57-მა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობასა და ბინადრობაზე უარი 1 104 მოქალაქეს ეთქვა.
მარიამ მენაბდიშვილი