
ევროკომისიის ინიციატივით, 2022 წლისთვის საქართველოს სამშენებლო სექტორში, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება.
"ეკონომიკის სამინისტროს" წარმომადგენლებსა და ევროკომისიის დელეგატებს შორის შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების პროტოკოლს მოაწერა ხელი და აიღო ვალდებულება, მშენებლობის ენერგოეფექტურობაში ევროპულ დირექტივებს დაუახლოვდეს.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს" ინფორმაციით, ხელმოწერილი დირექტივები "აყალიბებს გარკვეულ სტანდარტებს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტანდატებით მოსაწყობად."
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის თქმით, ენერგოეფექტური სახლების მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის.
"ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოცულობის შემცირებაში შეუწყობს ხელს.
შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც.
ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, შენობები უფრო ენერგოეფექტური იყოს, დაინერგოს ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ."- განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიებთან, რომლებიც ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას დაიწყებენ, სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დეტალები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაზუსტდება.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ევროკომისიის ინიციატივით, 2022 წლისთვის საქართველოს სამშენებლო სექტორში, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება.
"ეკონომიკის სამინისტროს" წარმომადგენლებსა და ევროკომისიის დელეგატებს შორის შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების პროტოკოლს მოაწერა ხელი და აიღო ვალდებულება, მშენებლობის ენერგოეფექტურობაში ევროპულ დირექტივებს დაუახლოვდეს.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს" ინფორმაციით, ხელმოწერილი დირექტივები "აყალიბებს გარკვეულ სტანდარტებს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტანდატებით მოსაწყობად."
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის თქმით, ენერგოეფექტური სახლების მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის.
"ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოცულობის შემცირებაში შეუწყობს ხელს.
შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც.
ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, შენობები უფრო ენერგოეფექტური იყოს, დაინერგოს ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ."- განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიებთან, რომლებიც ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას დაიწყებენ, სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დეტალები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაზუსტდება.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(1)
მივესალმები ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.