20 ხუთშაბათი - 2025, მარტი

დიმა ობოლაძე "იმედში" გადავიდა | Allnews.Ge

დიმა ობოლაძე "იმედში" გადავიდა

დიმა ობოლაძემ "რუსთავი 2" დატოვა და სამუშაოდ 21 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ "იმედზე" გადავიდა. როგორც დიმა ობოლაძემ განაცხადა, ის უკვე თანამშრომლებსაც დაემშვიდობა.

- რატომ მიიღეთ "იმედზე" გადასვლის გადაწყვეტილება?

- თვეების მანძილზე მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ აქამდე არ დავთანხმდი. უკეთესი პირობები შემომთავაზეს და დავთანხმდი. სტრესში ვარ, ცოტას ვნერვიულობ. ვადასტურებ, რომ გადავედი "იმედზე", მაგრამ არაფერი არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი ტრანსფერი ერთი გუნდიდან მეორეში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE