
"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, თბილისის მოსახლეობის 86% თვლის რომ რელიგიურია.
მათ შორის, ვინც თვლის რომ რელიგიურია, მხოლოდ 5% არ დადის ეკლესიაში. თუმცა ეკლესიაში სიარული არც თუ ისე ხშირი ქცევაა – უმრავლესობა (63%) ეკლესიაში თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად დადის.
აღსანიშნავია, რომ რელიგიური თბილისელების 58%-ს არასდროს არ დაუცავს მარხვა. 16% კი ხშირად იცავს მას.