
მძღოლობა არცისე ადვილია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გამოცდილების მატებასთან ერთად, მძღოლი ბევრ რამეს ავტომატურად აკეთებს. ის ბევრ ჩვევას გამოიმუშავებს, რომლებიც უსაფრთხო მართვაში ეხმარება, მაგრამ ზოგი ჩვევა შეიძლება მავნებელიც იყოს. მავნებელი მანქანისთვის და მისი მფლობელის ჯიბისთვის. გადაჩვევა კი ძნელია. წარმოდგიდგენთ მძღოლების ყველაზე გავრცელებულ მავნე ჩვევებს.
1. გადაცემების გადასართავ ბერკეტზე დაყრდნობა
ეს უცნაური თვისება საკმაოდ ბევრ მძღოლს სჩვევია. არადა, ყველამ იცის, რომ ორივე ხელი საჭის სამართავად უნდა გამოიყენოს. ბერკეტზე ხელით დაყრდნობა რეკომენდებული არ არის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2. საწვავის ჩასხმა მხოლოდ მაშინ, როცა ავზი ცარიელია
დგომისას ავზის ძირზე, საწვავში არსებული მექანიკური მინარევები ილექება. და თუ ავზში ცოტა საწვავია, საწვავის სისტემაში ეს მინარევები შეიწოვება, რომლებიც ტუმბოს და ფილტრს აზიანებენ. ზამთარში ავზი სანახევროდ მაინც უნდა იყოს სავსე, რათა იქ დიდი რაოდენობით კონდენსატები არ წარმოიქმნას.
3. ხშირი დამუხრუჭება
წინა მანქანასთან უსაფრთხო დისტანციის დაჭერას და ნაკადის სიჩქარით გადაადგილებას ავტო სკოლაში ასწავლიან, მაგრამ თუ საჭიროების გარეშე, ხშირად ამუხრუჭებთ, მაშინ სამუხრუჭე ხუნდების და დისკოების ხშირად შეცვლა მოგიწევთ. იმისათვის, რომ ხშირი დამუხრუჭება არ დაგჭირდეთ, ნაკადის სიჩქარესთან მიახლოებულ ტემპში უნდა იმოძრაოთ.
4. უჩვეულო ხმების იგნორირება
როცა ავტომობილს დიდხანს მართავ, ყველა უჩვეულო ხმას, თუნდაც უმნიშვნელოს, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ის შესაძლოა გაუმართაობის ნიშანი იყოს. თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოთ. თანაც შეუსაბამო მომენტში. სჯობს ხმაზე რეაგირება დროული იყოს, დიაგნოსტიკურ ცენტრში გაუმართაობას მიაგნებენ და მისი გამოსწორება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მაშინ, როცა ის სერიოზულ პრობლემამდე მიგიყვანთ. თანაც, ასე საკუთარ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფთ;
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ.
"გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა.
შესაბამისად, დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ლოკაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა. პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს.
ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ცოტა ხნის წინ მეწარმეებს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღარ მიეცათ.
პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები
(0)