
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ საბაგიროების ფასის ცვლილების ინიციატივით საკრებულოს მიმართეს. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, საბაგიროებით სარგებლობის საფასური 1 ლარს შეადგენს, თუმცა, მისი თვითღირებულება 1.95 ლარია.
მათი განმარტებით, არ არის მიზანშეწონილი მერიამ დააფინანსოს უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები.
"დღესდღეობით საბაგიეროებით სარგებლობის საფასური შეადგენს 1 ლარს. თუმცა, მისი თვითღირებულება არის 1.95 ლარი. ჩვენი დაკვირვებით, მგზავრების 80% უცხოელი ტურისტია. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ მერია არ უნდა აფინანსებდეს, მგზავრების, მათ შორის უცხოელი ტურისტების კულტურულ გასართობ ღონისძიებებს. საბაგირო არ არის მგზავრობის საშუალება, ეს კულტურულ-გასართობი საშუალებაა, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღესდღეობით, მერიას საბაგიროების შენახვა უჯდება დაახლოებით 1 720 000 ლარი სწორედ იმიტომ, რომ ეს შეღავათებია დაწესებული. მერიის პოზიციაა, რომ არ არის მიზანშეწონილი დავაფინანსოთ უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები. უმჯობესია თანხა უფრო მართებულად დაიხარჯოს. მერია სხვადასხვა უფასო და შეღავათიან მგზავრობებს ყოველწლიურად აფინანსებს 60 000 000 ლარით", - განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მერიის ინიციატივა, რომლითაც საკრებულოს მიმართეს, საბაგიროთი მგზავრობის ფასის 2 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, "რაც გამოიწვევს იმას, რომ საბაგირო თავის თავს შეინახავს".
"2 ლარი თუ გახდება საბაგირო, იქნება რენტაბელური, თავის თავს შეინახავს. ამით მერია და სატრანსპორტო კომპანია 1 720 000-ის ეკონომიას გაწევს. კომპანიამ მიმართა მერიას წერილით, რომ მიზანშეწონილად მიაჩნდა ფასების გადახედვა და მერიამ მიმართა ინიციატივით საკრებულოს. საკრებულო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიტანოს საბაგიროთი მგზავრობის ფასში ცვლილებები თუ არა", - აღნიშნეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
რიყე-ნარიყალასა და კუს ტბის საბაგირო გზებით სარგებლობის გაძვირების შესახებ ინფორმაცია დღეს საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ გაავრცელა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ საბაგიროების ფასის ცვლილების ინიციატივით საკრებულოს მიმართეს. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, საბაგიროებით სარგებლობის საფასური 1 ლარს შეადგენს, თუმცა, მისი თვითღირებულება 1.95 ლარია.
მათი განმარტებით, არ არის მიზანშეწონილი მერიამ დააფინანსოს უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები.
"დღესდღეობით საბაგიეროებით სარგებლობის საფასური შეადგენს 1 ლარს. თუმცა, მისი თვითღირებულება არის 1.95 ლარი. ჩვენი დაკვირვებით, მგზავრების 80% უცხოელი ტურისტია. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ მერია არ უნდა აფინანსებდეს, მგზავრების, მათ შორის უცხოელი ტურისტების კულტურულ გასართობ ღონისძიებებს. საბაგირო არ არის მგზავრობის საშუალება, ეს კულტურულ-გასართობი საშუალებაა, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
დღესდღეობით, მერიას საბაგიროების შენახვა უჯდება დაახლოებით 1 720 000 ლარი სწორედ იმიტომ, რომ ეს შეღავათებია დაწესებული. მერიის პოზიციაა, რომ არ არის მიზანშეწონილი დავაფინანსოთ უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები. უმჯობესია თანხა უფრო მართებულად დაიხარჯოს. მერია სხვადასხვა უფასო და შეღავათიან მგზავრობებს ყოველწლიურად აფინანსებს 60 000 000 ლარით", - განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მერიის ინიციატივა, რომლითაც საკრებულოს მიმართეს, საბაგიროთი მგზავრობის ფასის 2 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, "რაც გამოიწვევს იმას, რომ საბაგირო თავის თავს შეინახავს".
"2 ლარი თუ გახდება საბაგირო, იქნება რენტაბელური, თავის თავს შეინახავს. ამით მერია და სატრანსპორტო კომპანია 1 720 000-ის ეკონომიას გაწევს. კომპანიამ მიმართა მერიას წერილით, რომ მიზანშეწონილად მიაჩნდა ფასების გადახედვა და მერიამ მიმართა ინიციატივით საკრებულოს. საკრებულო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიტანოს საბაგიროთი მგზავრობის ფასში ცვლილებები თუ არა", - აღნიშნეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
რიყე-ნარიყალასა და კუს ტბის საბაგირო გზებით სარგებლობის გაძვირების შესახებ ინფორმაცია დღეს საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ გაავრცელა.
მკითხველის კომენტარები
(2)
ორი არა, სამი ლარი გახადეთ და თან ყელშიც წაგვიჭირეთ ხელი. ტურისტების გარდა ამ საბაგიროებით ადგილობრივი მოსახლეობაც სარგებლობს
ეგ დარჩათ გასაძვირებელი და მაგასაც აძვირებენ