
26 წლის სალომე სულავა დემნა გვასალიასთან ერთად, კიდევ ერთი ქართველია "ბალენსიაგაში", რომელიც უკვე ერთი წელია გაყიდვების დირექტორის ასისტენტის პოზიციას იკავებს, პარალელურად ის სამართალდამცავ ორგანოებში თარჯიმან-სინქრონისტად მუშაობს და სასამართლო პროცესებს ქართულიდან ფრანგულად თარგმნის.
ახალგაზრდა, ამბიციური და ფრანგული ენის სპეციალისტი სალომე სულავა საქართველოში ყოფნის პერიოდში საფრანგეთის საელჩოში თარჯიმან-სინქრონისტად მუშაობდა, ასევე მოდის კვირეულების დროს მოდის კრიტიკოსების თარჯიმანიც იყო.
ფრანგულ ენას ღრმა ბავშვობიდან სწავლობს, ამიტომ 6 წლის წინ გადაწყვიტა, სწავლა საფრანგეთში გაეგრძელებინა, ახლა კი ქალაქ ნიცაში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლობს. კერძოდ, ეუფლება ფსიქოლოგიასა და კომუნიკაციას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც სალომე სულავა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, "ბალენსაგაში" არსებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით მეგობარმა შეატყობინა, რის შემდეგაც ორი სხვადასხვა სირთულის გასაუბრება გაიარა:
"პირველი გასაუბრება ორ საათს გაგრძელდა, რომელიც გაყიდვების დირექტორის ასისტენტთან გავიარე. გასაუბრება რამდენიმე ენაზე, ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად გავიარე. სირთულეს რაც შეეხება, ეს პროცესი ამაღელვებელი იყო, რადგან ამ ბრენდთან მუშაობის დიდი სურვილი მქონდა".
"ბალენსიაგაში" მისი სამუშაო გარემო თავისუფალია. სალომეს თქმით, ბრენდი, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, გამოხატვის უდიდეს საშუალებას იძლევა და თითოეული ადამიანი განსაკუთრებული ნიჭიერებით აღსავსეა, მათ კოლექტიური მუშაობა იციან. რაც შეეხება სალომე სულავასა და დემნა გვასალიას შორის კომუნიკაციას, როგორც სალომე განმარტავს, სამსახურებრივი ფორმატიდან გამომდინარე, ისინი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კონტაქტობენ.
"შევხვედრივართ Fashion Week-ზე, ის მართლაც რომ პარადოქსალურად ნიჭიერი, ქარიზმატული და პროფესიონალია" - აღნიშნავს სალომე სულავა.
სალომეს ყოველი დღე საკმაოდ დატვირთული და ხანგრძლივია. დილით საკმაოდ ადრე იღვიძებს, მიდის უნივერსიტეტში, ლექციების დასრულებისთანავე სამსახურში, შემდეგ კი სახლში ეჩქარება, რადგან სამეცადინო ბევრი აქვს, - "იმის გათვალისწინებით, რომ ორ სპეციალობას ერთდროულად ვეუფლები, მეცადინეობას გვიან ვამთავრებ, რის ფონზეც ძილი ფუფუნების საგნად მექცა" -აღნიშნავს სალომე.
"გზა, რომელსაც გავდივარ პირობითად, ლაბირინთს ჰგავს, რომლის გასასვლელი კარი, ერთდროულად შემოსასვლელიცაა, რომელსაც საკუთარ თავამდე მიყვავართ. მე ყოველთვის საკუთარ თავთან მსურდა ურთიერთობა, მსვლელობისას გავიზარდე, ფეხი ამ გზაზე ავიდგი და ვისწავლე სიარული, მოტივაციას მაძლევს საკუთარი თავის რწმენა, რომელიც გარკვეული მიზნის სისრულეში მოყვანისას ერთი-ორად მყარდება. საკუთარი შედეგების რაციონალიზება, იძლევა სწორ ხედვას, რაც სიტუაციის სწორად აღქმაში გვეხმარება, სხვა ყველაფერი უკვე არჩევანის და გემოვნების საკითხია", - აღნიშნავს სალომე Allnews.ge-სთან საუბარში.
გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ვერ ახერხებს, რაც მისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია.
"განსაკუთრებულად მიყვარს საქართველო და ქართველი ადამიანები, ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის ღირებულებებსა და იმ ყველაფერს, რასაც საქართველო ჰქვია, ჩემი იდენტობის ჩამოყალიბებაში გადამწვეტი მნიშვნელობა მიენიჭა. ამის უგულვებელყოფა წარმოუდგენელია. როდესაც თბილისში ვარ, ვდილობ მეტი დრო დავუთმო ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, ვტკბები ქართული კულინარიის ვირტუოზობებით, მიყვარს ფეხით სეირნობა მაშინ, როცა ქალაქი ცარიელია", - აღნიშნავს სალომე სულავა.
"ბალენსიაგას" გაყიდვების დირექტორის ასისტენტს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა ახლო მომავალში წიგნის დაწერას გეგმავს, ამბობს, რომ ეს ის არის, რაც ყოველთვის სურდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ლიტვის დედაქალაქის ვილნიუსის მერმა ქალაქში ჩასულ ქართველებს სიურპრიზი დაახვედრა. კერძოდ, ქალაქში გამოჩნდა ბანერი ქართული წარწერით "საქართველო - ახლოს, ვიდრე ოდესმე". ამის შესახებ თავად ვილნიუსის მერმა, რემიგიუს შიმაშიუსმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"გუშინ ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი, ქართველებს უკვე თავისუფლად შეუიძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში. ქუთაისიდან პირველ სტუმრებს უკვე ველოდებით ვილნიუსის აეროპორტში. ჩვენ მათ სიურპრიზი მოვუმზადეთ", - წერს ვილნიუსის მერი.
მკითხველის კომენტარები
(5)
ვერ გავიგე,იმის მაგივრად რომ გიხაროდენ ყოველი ქართველის წარმატება,ზოგიერთები შურით სკდებიან და ლამის ბოღმისაგან გადაირიონ!ჰეეეე!რა გმირთა ქართველებო? რამ გადაგრიათ? უფლის მაინც შეგეშინდეთ!საიდან ამხელა ზიზღი და ბოღმა?<br /> წარმატებებს გისურვებ ლამაზო გოგო.ყველა მიზანი აგსრულებოდეს!
რამ.გაგაბოროტათ ესე?! სალი წარმატებები