30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონები | Allnews.Ge

საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონები

სეისმურად რამდენად აქტიურ ზონაშია საქართველო - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ზურა ჯავახიშვილი ესაუბრება.

- საერთო სტატისტიკა რომ ნახოთ, მიწისძვრები გახშირებული არ არის, ასე ხდება ხოლმე და არც საფრთხის შემცველია. ბოლოს მომხდარი მიწისძვრებიდან არცერთი არ ყოფილა ძლიერი. ბიძგები მუდმივად ფიქსირდება, საბედნიეროდ, სუსტი მიწისძვრა უფრო ხშირად ხდება, ძლიერი კი იშვიათად.

- საქართველო სეისმურად როგორ ზონაშია?

- ჩვენი ზონა ითვლება საშუალო სეისმურობის ზონად, ანუ ისეთი ძლიერი და დიდი მიწისძვრები, როგორიც იაპონიაში ან ინდონეზიაში ხდება, ჩვენთან მოსალოდნელი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრები ხდება, თუმცა ეს მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიწისძვრა ამინდზე და სეზონზე დამოკიდებული არ არის. ზოგადად მიწისძვრები, ვულკანები დაკავშირებულია დედამიწის წიაღში არსებულ სითბოსთან, მოძრაობასთან, რაც შეეხება ამინდსა და კლიმატს, ეს მზის ენერგიით განისაზღვრება, ატმოსფეროში და ჰიდროსფეროში მზის ენერგიის გამო ხდება ამინდის ცვლილება, ხოლო ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენები არ არის.

- ძირითადად, რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა?

- ეს დაკავშირებულია ლითოსფერული ფილების მოძრაობასთან. კონკრეტულად კი იმასთან, რომ არაბეთის ფილა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ზუსტად ამ შეჯახების ზოლში ვიმყოფებით. თანამედროვე ტექნოლოგია დედამიწის ქერქის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა და სწორედ ამ მოძრაობის გამო ხდება დედამიწის ქერქის დეფორმაცია. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ხის ტოტი რომ მოხაროთ, ბოლო-ბოლო გადატყდება, დედამიწის ქერქიც ასეა, დეფორმაციას განიცდის, გარკვეულ დონემდე უძლებს, შემდეგ გატყდება და ეს არის მიწისძვრა.

- საქართველოში კონკრეტულად რომელი მხარეა სეისმურად აქტიური?

- სეისმურად აქტიურია ჯავახეთის ზეგანი, ხშირად ხდება მანდ მიწისძვრები და კიდევ უფრო აქტიურია, კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, განსაკუთრებით რაჭა-იმერეთის საზღვარი. 1991 წელს მანდ ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა და იმის მერე ეს უბანი აქტიურია.

- რატომ მაინცდამაინც ეს ადგილები?

- ბუნებრივია ამ ყველაფერს მიზეზი აქვს, მიწისძვრები შემთხვევით არ ხდება და დამოკიდებულია იმ გეოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს კავკასიაში. საერთოდ საქართველოში, რომელიმე კონკრეტული სეისმური რეგიონი არ არის, ყველგან შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ უფრო მეტად აქტიურია კავკასიონის ცენტრალური ნაწილი და ჯავახეთის ზეგანი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE