18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა | Allnews.Ge

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.

გადაწყვეტილებამ რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის ახლობლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მანდატურებმა სასამართლო პროცესზე დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინეს.

აღნიშნულის შემდეგ მანდატურებსა და ოჯახის ახლობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სასამართლოს ფოეში გაგრძელდა. ადგილზე იმყოფებიან "ცენტრ პოინტის" მშენებლობით დაზარალებულთა ნაწილიც.

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.