
რუსუდან კერვალიშვილს დღეს 4 წლით პატიმრობა, ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" საქმეზე 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისების ბრალდებით მიუსაჯეს. მისი ქალიშვილის, ნინო დარასელის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმის შესახებ განცხადებებს ხშირად აკეთებდა. მისი დის, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრების შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, რომ მაიას ნაცვლად, ის დაეკავებინათ.
ვინ არის რუსუდან კერვალიშვილი და რას საქმიანობდა ის წლების განმავლობაში?
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსუდან კერვალიშვილი 1955 წლის 25 ივლისს, ქალაქ ონში დაიბადა. მან "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში" სამკურნალო საქმე დაამთავრა. 1978-1979 წლებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. 1979-80 წლებში მან ჯერ რკინიგზის პოლიკლინიკაში, ხოლო 1980-94 წლებში ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში გადაინაცვლა. სამი წლის შემდეგ, რუსუდანმა სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტა და შპს "ზაზუკა" დააფუძნა.
2004 წელს რუსუდან კერვალიშვილი შპს "აპექსის" პარტნიორი, ხოლო 2004-07 წლებში "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. ამავე პერიოდში ის "ცენტრ-პოინტ ბიჩის" დამფუძნებელიც იყო.
რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
2008 წლიდან რუსუდან კერვალიშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო. იგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
აღნიშნულ თანამდებობას კერვალიშვილი 2012 წლამდე იკავებდა, რის შემდეგაც სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფის (მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, მექსიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ესპანეთის მეგობრობის ჯგუფი და ა.შ) წევრი გახდა.
რუსუდან კერვალიშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2012 წელს აქვს შევსებული. ამ პერიოდში მის საკუთრებაში ურეკში არსებული 700 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, ბათუმში 120 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 372 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდა. რუსუდან კერვალიშვილი ასევე, ფლობს ორი სასადილო, 6 საძინებელი და 2 მისაღები ოთახის ავეჯს - თითოეული მათგანის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. კერვალიშვილის საკუთრებაშია 50 ფერწერული ტილოც. მას ასევე 4 ძვირადღირებული ლარნაკი და ორი ცალი ოქროს გულსაკიდი ჰქონდა.
გარდა ამისა, კერვალიშვილის საკუთრებაში, სს "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" 2 000 აქცია იყო, მისი ნაღდი ფულადი თანხის ოდენობა კი 500 000$-ს შეადგენდა.
რუსუდან კერვალიშვილმა 2011 წელს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, თანამდებობრივი სარგოს სახით, 69 931,88 ლარი აიღო.
აღსანიშნავია, რომ რუსუდან კერვალიშვილი დღეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსუდან კერვალიშვილს დღეს 4 წლით პატიმრობა, ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" საქმეზე 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისების ბრალდებით მიუსაჯეს. მისი ქალიშვილის, ნინო დარასელის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმის შესახებ განცხადებებს ხშირად აკეთებდა. მისი დის, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრების შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, რომ მაიას ნაცვლად, ის დაეკავებინათ.
ვინ არის რუსუდან კერვალიშვილი და რას საქმიანობდა ის წლების განმავლობაში?
რუსუდან კერვალიშვილი 1955 წლის 25 ივლისს, ქალაქ ონში დაიბადა. მან "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში" სამკურნალო საქმე დაამთავრა. 1978-1979 წლებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. 1979-80 წლებში მან ჯერ რკინიგზის პოლიკლინიკაში, ხოლო 1980-94 წლებში ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში გადაინაცვლა. სამი წლის შემდეგ, რუსუდანმა სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტა და შპს "ზაზუკა" დააფუძნა.
2004 წელს რუსუდან კერვალიშვილი შპს "აპექსის" პარტნიორი, ხოლო 2004-07 წლებში "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. ამავე პერიოდში ის "ცენტრ-პოინტ ბიჩის" დამფუძნებელიც იყო.
რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
2008 წლიდან რუსუდან კერვალიშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო. იგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
აღნიშნულ თანამდებობას კერვალიშვილი 2012 წლამდე იკავებდა, რის შემდეგაც სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფის (მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, მექსიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ესპანეთის მეგობრობის ჯგუფი და ა.შ) წევრი გახდა.
რუსუდან კერვალიშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2012 წელს აქვს შევსებული. ამ პერიოდში მის საკუთრებაში ურეკში არსებული 700 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, ბათუმში 120 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 372 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდა. რუსუდან კერვალიშვილი ასევე, ფლობს ორი სასადილო, 6 საძინებელი და 2 მისაღები ოთახის ავეჯს - თითოეული მათგანის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. კერვალიშვილის საკუთრებაშია 50 ფერწერული ტილოც. მას ასევე 4 ძვირადღირებული ლარნაკი და ორი ცალი ოქროს გულსაკიდი ჰქონდა.
გარდა ამისა, კერვალიშვილის საკუთრებაში, სს "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" 2 000 აქცია იყო, მისი ნაღდი ფულადი თანხის ოდენობა კი 500 000$-ს შეადგენდა.
რუსუდან კერვალიშვილმა 2011 წელს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, თანამდებობრივი სარგოს სახით, 69 931,88 ლარი აიღო.
აღსანიშნავია, რომ რუსუდან კერვალიშვილი დღეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს.
მკითხველის კომენტარები
(16)
წინა მტავრობის გამო დაემარტად ასე, და არც ამბობენ. ეს ქალები .
სად წაიღეს ამდენი ფული? ქონების კონფისკაცია თუ იგეგმება?