საზოგადოება
03.06.2018 / 12:06
შრიფტის ზომა:

გლდანის დეპოში მეტროს მემანქანეთა გაფიცვა დაიწყო

გლდანის დეპოში მეტროს მემანქანეთა გაფიცვა დაიწყო

2011 წლიდან შეხება მაქვს პეტროპოლიტენთან და ამ ხნის განმავლობაში 7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემ თვალწინ, - ამის შესახებ გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. ამ წუთებში მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირი "ერთობა2013" გლდანის დეპოში გაფიცვას აწყობს.

"ფილტვის პრობლემის გამო, გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო იღუპებიან ეს ადამიანები. ჩემ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. 2011 წლიდან შეხება მაქვს პეტროპოლიტენთან. ამ ხნის განმავლობაში 7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემ თვალწინ და არც ერთი არ იყო ხანდაზმული. ეს ადამიანები 40-დან 60 წლამდე იყვნენ.

ასევე არის ვიბრაცია და მომატებული რადიაცია იმ ელექტრული ველის გამო, რომელსაც მუშაობის პროცესში მივუყვებით; გვაქვს მჯდომარე ცხოვრების წესი, რის გამოც ხერხემლის პრობლემები გვექმნება; გვაქვს მხედველობის პრობლემები. მოგეხსენებათ, ნაკლებად განათებული გარემოდან მკვეთრად განათებულ გარემოში, ანუ გვირაბიდან ღია ადგილზე გადასვლა თვალებზე ზეწოლას ახდენს. ახალგაზრდა ადამიანები მხედველობის პრობლემის გამო ჩვენთან სათვალით მუშაობენ; ასევე კაბინაში მომატებულია ხმაური, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კიდევ ბევრი ასეთი ფაქტორის ჩამოთვლა შემიძლია, თუმცა, რაც ჩამოვთვალე, ვფიქრობ, საკმარისია იმისათვის, რომ ღირსეული ანაზღაურება მოვითხოვოთ", - განაცხადა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

„ისთ ფოინთი“ - ლილოს მიწისზედა მეტრო და 12 საბაგირო ხაზის მოწყობა - რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა

მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უვადო გაფიცვას და შიმშლობას იწყებენ, რაც, მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.

მეტროს მემანქანეები გაფიცვას ხელფასის მომატების მოთხოვნით აწყობენ. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგან გაფიცვას მხოლოდ ის მემანქანეები აწყობენ, რომლებსც დღეს სამუშაო ცვლა უკვე დაუმთავრდათ.

მეტროს თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 1 300-1400 ლარს შეადგენს - კახა კალაძე

მკითხველის კომენტარები
(2)

ლუკა
19 მაისი , 2017 06:05

ესე იგი ბოროტების მენეჯმენტი არ?ამაზე აზრიან ფრაზას ვერც მოიფიქრებდით.

#რამნიშვნელობააქვს
18 მაისი , 2017 20:05

ვაი საცოდაო საქართველო, ვინებს და რეებს იტან ?!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქურდობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებმა იმატა | Allnews.Ge

ქურდობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებმა იმატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს დანაშაულთა გარკვეული კატეგორია გაიზარდა, გარკვეული კი შემცირდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით ქურდობის 418 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წელს, შსს-ს მიერ რეგისტრირებული იყო ქურდობის 9 228 შემთხვევა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 9 646-მდე გაიზარდა.

393-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტებიც. კერძოდ, თუკი 2015 წელს სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის 963 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 1 356 შეადგინა.

ასევე, 361-ით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტებმა. კერძოდ, 2015 წლის მონაცემებით, აღნიშნული კატეგორიის 2 112, 2016 წელს კი - 2 473 შემთხვევა დაფიქსირდა.

260 შემთხვევით გაიზარდა კიბერდანაშაულის მაჩვენებელი (2015 წელს - 240, 2016 – 500) და 112 შემთხვევით - ცივი იარაღის ტარება (2015 წელს - 159, 2016 წელს - 216). ასევე 2015 წელთან შედარებით (111 შემთხვევა), 2016 წელს მკვლელობის 3-ით მეტი ფაქტი დაფიქსირდა (114).

რაც შეეხება დანაშაულთა იმ კატეგორიას, სადაც მაჩვენებელი შემცირებულია, ესენია: ყაჩაღობა (100 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს - 367, 2016 წელს - 267); ძარცვა (70 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს 437, 2016 წელს - 367); ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (62-ით ნაკლები: 2015 წელს - 312, 2016 წელს - 250); ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (76 ფაქტით ნაკლები: 2015 წელს - 1 604, 2016 წელს - 1 528); ხულიგნობა (33-ით ნაკლები: 2015 წელს - 132, 2016 წელს - 99) და მკვლელობის მცდელობა (37 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს - 124, 2016 წელს - 87).