
ჯასპერ ბლექი მალე საცხოვრებლად საქართველოში გადმოვა. ქვეყნის მე-6 000 000-ე ვიზიტორმა აღნიშნული სტატუსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ერთი საათის წინ გამოქვეყნა.
"დღეს განცხადებებისთვის კარგი დღეა: მალე საცხოვრებლად საქართველოში გადავალ", - წერია ჯასპერის Facebook სტატუსში.
ჯასპერმა საქართველოს შესახებ პირველად სამი წლის წინ გაიგო, როდესაც ჰოლანდიაში სტუდენტების საერთაშორისო ორგანიზაციას, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მონახულებაში ეხმარებოდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ქართველი ნინუცა იყო, რომელიც ჰოლანდიაში 6 თვის განმავლობაში სწავლას აპირებდა.
რას ჰყვება საქართველოს 6 000 000-ე ვიზიტორი ჯასპერ ბლექი
ნინუცასთან დამეგობრების წყალობით, ჯასპერმა მოგზაურობის კიდევ ერთი მარშრუტი დასახა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიურპრიზის შემდეგ კი ამ ქვეყანაში საცხოვრებლად გადმოსვლაც გადაწყვიტა.