
დიღომში, რესტორან "ჭაშნაგირთან" პოლიცია მუშაობს. ტერიტორია სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შემოსაზღვრულ არეალში განთავსებულია "მერსედესის" მარკის ტაქსი და საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები სამუშაოებს სწორედ აღნიშნულ ავტომანქანაში ახორციელებენ.
შსს-ს ინფორმაციით, "ჭაშნაგირთან" პოლიციის მუშაობა ყაჩაღობას უკავშირდება
შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ადგილზე "ჩხუბი მოხდა".