05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები ჩამოიყვანეს | Allnews.Ge

თბილისის ზოოპარკში ახალი ცხოველები ჩამოიყვანეს

დღეს თბილისის ზოოპარკს 14 ახალი ცხოველი შეემატა: ვეფხვი (რიგის ზოოპარკიდან), 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი ბენჰემის ზოოპარკიდან (დიდი ბრიტანეთი).

ცხოველები გამთენიისას სპეცრეისით ჩამოფრინდნენ. ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, მზია შარაშიძის თქმით, ცხოველთა ნაწილის დათვალიერება ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

"ვოლიერებში შევიყვანეთ ვეფხვი და კენგურები, დაგვრჩა ფაფრიანი ცხვრები. ვეფხვი რამდენიმე დღე დახურულ ვოლიერში იქნება, რათა ახალ გარემოს შეეჩვიოს, კენგურუები უკვე გარე ვოლიერში არიან და ხვალიდან მათი ნახვა შესაძლებელი იქნება. ისინი დაბინავებულები საბურთალოს ტერიტორიაზე არსებულ ზოოპარკში არიან," - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თბილისის ზოოპარკს ცხოველები ევროპის ზოოპარკებმა საჩუქრად გადმოსცეს, ვეფხვის ტრანსპორტირების ხარჯები კი "თ-ბი-სი" სტატუსმა დაფარა.

აღსანიშნავია, რომ ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ, კენგურუების ნახვა კი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დამთვალიერებლებს ხვალიდან შეეძლებათ.