მსოფლიო
30.07.2016 / 10:07
შრიფტის ზომა:

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. როგორც გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Frankfurter Allgemeine Zeitung-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვიღებთ ათასობით მოკლეტექსტურ შეტყობინებას და განცხადებებს ტვიტერში, სადაც ნათქვამია - "თუ სიკვდილით დასჯას კვლავ არ შემოიღებთ, თქვენს პარტიას მხარს აღარ დავუჭერთ", - განმარტა ჩავუშოღლუმ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე მოსაზრებით, ევროკავშირს "არა აქვს უფლება" ამ საკითხში ანკარას "ჭკუას ასწავლიდეს".

"ეს კარგს არაფერს მოიტანს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ სიკვდილით დასჯის შემოღების შემთხვევაში, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები შეჩერდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის ისეთ ადგილებში შეძენისაგან, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე, არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.