24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.04.2017 / 07:04
შრიფტის ზომა:

2017 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ცნობილია

2017 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

კერძოდ, შეკითხვას "რა მოსაზრება გაქვთ შემდეგ პოლიტიკოსებზე", ჩამოთვლილ პოლიტიკოსთა შორის რესპონდენტთა 67%-მა დადებითი პოზიცია გიორგი მარგველაშვილზე დააფიქსირა. ასევე, საქართველოს მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა.

მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა, რომელზეც გამოკითხულთა 65%-ს დადებითი მოსაზრება აქვთ, ხოლო მესამე ადგილზე 55%-ით გიორგი კვირიკაშვილია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შემდეგ 50%-ით დავით ბაქრაძე მოდის, 48%-ით დავით უსუფაშვილი, 39%-ით შალვა ნათელაშვილი, 37%-ით კახა კალაძე, 35%-ით თეა წულუკიანი.

IRI-მ კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებითაც ჩაატარა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რესპონდენტთა უმეტესობა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს.

კერძოდ, რესპონდენტთა 29%-მა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად "ქართული ოცნება" დაასახელა, 12%-მა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 50%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.

კითხვაზე თუ "რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას", რესპონდენტთა 13%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 10%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 2%-მა "ევროპული საქართველო", ხოლო 38%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.

კითხვაზე "შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 26%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 15%-მა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 7%-მა -"ევროპული საქართველო", 6%-მა "ლეიბორისტული პარტია", 4%-მა - "პატრიოტთა ალიანსი".

კითხვაზე თუ "რომელ პოლიტიკურ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას", რესპონდენტთა 27%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 25%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 8%-მა "დემოკრატიული მოძრაობა", 8%-მა "გირჩი", 7%-მა "ევროპული საქართველო", 7%-მა "პატრიოტთა ალიანსი", 6%-მა "ლეიბორისტული პარტია", 4%-მა "რესპუბლიკელები", 3%-მა "თავისუფალი დემოკრატები".

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა "გაზპრომთან" გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: "როგორ შეაფასებდით "გაზპრომთან" ხელშეკრულების შეცვლას? - უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 58 %-მა გასცა.

ახალ ხელშეკრულებას პოზიტიურად აფასებს 11 %, 16 %-მა განაცხადა, რომ "არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად", ხოლო 15 %-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

ორგანიზაციამ კვლევა ინსტიტუტების რეიტინგთან დაკავშირებითაც ჩაატარა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

რეიტინგში მეორე ადგილი - 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % - სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % - მინისტრთა კაბინეტის.

რაც შეეხება, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღების წყაროების რეიტინგს, კვლევის თანახმად, ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 19% ინფორმაციას ინტერნეტში AMBEBI.GE-ს საშუალებით იღებს. მეორე ადგილს ინტერნეტში ინფორმაციის მიღების წყაროებს შორის, გამოკითხული რესპონდენტებისთვის "ფეისბუქი" იკავებს.

IRI -ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2017 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ცნობილია | Allnews.Ge