იოსებიძეზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს.
"დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება", - აცხადებენ საავადმყოფოში.
ამ ეტაპზე ჯერ ცნობილი არ არის, პაციენტს რა სახის სამედიცინო ჩარევა დასჭირდება.
იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.