ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს
გურამ რჩეულიშვილის მეუღლე იმედოვნებს, რომ მისი ქმარი საბოლოო ჯამში გამართლდება. ამის შესახებ ლელა კილაძემ ჟურნალისტებს გლდანის #8 დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც რჩეულიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.
კილაძე მიიჩნევს, რომ გურამ რჩეულიშვილს ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული.
"9 თვიანი ვადა 12 აპრილს გადიოდა. პროცესები გრძელდება. პროკურორების საქმეა ის, რომ იმედი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენის, მე ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული", - განაცხადა ლელა კილაძემ.
სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, "ცენტრ პოინტის" საქმის "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.
მკითხველის კომენტარები
(4)
ჭორიკნებო და სხვის საცვლებში მქექავებო-აბა,დაირაზმეთ :)
რადგან ქმარია უდანაშაულოა, თაღლითს ხომ არ გაყვებოდა.